აოშვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აოშვახნულის ზედაპირული დამუშავება გამკვრივებული ფენის გასაფხვიერებლად, ქერქის დასაშლელად და სარეველების მოსასპობად.

აოშვისას მატულობს ნიადაგის ფორიანობა, უმჯობესდება აერაცია, ინტენსიურდება მიკრობიოლოგიური პროცესები. აოშვის სიღრმეა 8-16 სმ. ზოგჯერ აოშვას რამდენიმეჯერ იმეორებენ სხვადასხვა სიღრმეზე. ძველ საქართველოში სახვნელ იარაღებს ასაოშადაც იყენებდნენ. ამჟამად ასაოშადაც იხმარება ტრაქტორზე მოსაბმელი ან კედელი დისკოებიანი საოში, აგრეთვე მრავალკორპუსიანი მსუბუქი კუდული საოში გუთანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქეშელაშვილი გ., ქსე, ტ. 1, გვ. 507, თბ., 1975