ანტონ ჩეხოვის ძეგლი (ტომსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანტონ ჩეხოვის ძეგლი
Памятник Антону Чехову
კოორდინატები 56°29′08″N 84°56′42″E / 56.485528° ჩ. გ. 84.945056° ა. გ. / 56.485528; 84.945056
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
არქიტექტორი ლეონტი უსოვი
თარიღდება 2004

ანტონ ჩეხოვის ძეგლი (რუს. Памятник Антону Чехову) — რუსი მწერლის, პროზაიკოსისა და დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ძეგლი ქალაქ ტომსკში. მდებარეობს მდინარე ტომის სანაპიროზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ პავლეს ძე ჩეხოვის ბრინჯაოს ორმეტრიანი ქანდაკება აღმართეს 2004 წლის 20 აგვისტოს მდინარე ტომის სანაპიროზე, ტომსკის დაარსების 400 წლისთავთან დაკავშირებით. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ლეონტი უსოვი. ძეგლი დაამონტაჟეს ხალხის ფინანსებით, კერძოდ ერთ-ერთი პირველი შემომწირველები გახდნენ ქალაქის მერი ალექსანდრე მაკაროვი, მისი მოადგილე სერგეი ლაზარევი, როსბანკის ტომსკის ფილიალის მმართველი ჩინგის აკატაევი, ასევე რესტორან „სლავიანსკი-ბაზარის“ მფლობელი ვლადიმერ ბურკოვსკი.

მწერალი გამოსახულია გროტესკულ და კარიკატურულ სტილში: ლაბადაში, ქუდში, სათვალეში და არაპროპორციულად დიდი ფეხებით. ამ თვალსაზრისით ტომსკმა „შური იძია“ ჩეხოვზე, რომელიც სახალინისკენ მიმავალი შეჩერდა ქალაქში და კარგად არ მოიხსენია ქალაქი ტომსკი თავის მოგონებებში.

ჩეხოვის ძეგლი გამოსახულია სხვავასხვა სახის სუვენირებზე: მაგნიტებზე, რგოლებზე, კალენდრებზე. ტომსკის სუვენირების მაღაზიებში იყიდება ძეგლის მინიატურული ასლები.

2006 წელს ძეგლი ვანდალების მსხვერპლი გახდა. ვანდალმა ქოლგის ტარი მოატეხა ძეგლს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]