სლავიანსკი-ბაზარი (ტომსკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლავიანსკი-ბაზარი
Славянский Базар
კოორდინატები 56°29′07″N 84°56′43″E / 56.485278° ჩ. გ. 84.945278° ა. გ. / 56.485278; 84.945278
მდებარეობა ტომსკი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. ვ. ხაბაროვი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1886-1888
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7020005000

სლავიანსკი-ბაზარი (რუს. Славянский Базар) — უძველესი რესტორანი ქალაქ ტომსკში. მდებარეობს ლენინის მოედანზე, მდინარეების უშაიკისა და ტომის შეერთების ადგილზე. რესტორნის ნაგებობა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა აგურისგანაა აგებული და გააჩნია სარდაფი. აქვს ოთხფერდა სახურავი. სახლი გეგმით კვადრატულია. შენობის ზომებია 10,5 X 10,5 მ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, ჩვენამდე მოღწეული შენობაა ქალაქის მთავარ მოედანზე. აგებულია ტომსკის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქალაქის ბიუჯეტით 1886-1888 წლებში ტომსკელი არქიტექტორის, ვიქტორ ხაბაროვის პროექტის მიხედვით ფსევდორუსულ სტილში. მშენებლობის ადგილად შეარჩიეს მდინარე ტომისა და უშაიკის შეერთების ადგილზე მდებარე ბაზრის მოედანი. რესტორნის გახსნა გაიმართა 1889 წლის 23 ივლისს.

1890 წელს მას სახალინის გზაზე მიმავალი ანტონ ჩეხოვი სტუმრობდა. 2004 წელს სამიკიტნოს მახლობლად, მდინარე ტომის მხარეს აღმართეს ანტონ ჩეხოვის ძეგლი, რომელიც მოქანდაკე ლეონტი უსოვის ნამუშევარია.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემვეგ მოხდა რესტორნის ნაციონალიზაცია. 1918 წლის დასაწყისში აქ განათავსეს ბიბლიოთეკა ჯარისკაცებისთვის. 1928 წელს გაიხსნა საჩაიე გლეხებისთვის. 1937 წელს გადაეცა კოლმეურნის სახლს. 1984 წელს შენობა კაპიტალურად გაარემონტეს, თავდაპირველი ინტერიერი არ შემოუნახავთ.

1992 წელს შენობაში კვლავ რესტორანი გახსნეს იმავე სახელწოდებით. 1999-2002 წლებში ახალი სარეკონსტრუქციო სამუშაოები წარიმართა, შეცვალეს ინტერიერი, კედელზე განათავსეს ფოტოები და სურათები. მეორე სართულის დარბაზი მორთეს სასახლის სტილში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Соловьева В. А. Славянский базар. // Наш город родной. Исторические и памятные места Томска. — Новосибирск, 1982. С. 62-63.
  • Бурковский, Владимир Григорьевич. «Славянский базар» — гордость нашего города/ В. Г. Бурковский; [беседовала] О. Рубцова// ТОМСК magazine.- 2006.- № 6 (19): декабрь.- С. 70-71

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]