ანტონ ლავეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონ ლავეი
ინგლ. Anton Szandor LaVey
დაბადების თარიღი 11 აპრილი, 1930(1930-04-11)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ჩიკაგო
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 1997(1997-10-29)[1] [2] [4] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი სან-ფრანცისკო
საქმიანობა მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი და ფილოსოფოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი გლოუბის უმაღლესი სკოლა და Tamalpais High School
მეუღლე დაიან ჰეგარტი და ბლანშ ბარტონი
შვილ(ებ)ი კარლა ლავეი, Zeena Schreck და Satan Xerxes Carnacki LaVey
ხელმოწერა
საიტი churchofsatan.com

ანტონ შანდორ ლავეი (ინგლ. Anton LaVey; ნამდვილი სახელი — ჰოვარდ სტენტონ ლევი ინგლ. Howard Stanton Levey; დ. 11 აპრილი, 1930 — გ. 29 ოქტომბერი, 1997) — წარმოშობით ამერიკელი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი, მწერალი, ოკულტისტი და მუსიკოსი. მისი დედა, გერტრუდა, იყო მამით რუსი და დედით უკრაინელი, რომლებიც 1893 წელს გადასახლდნენ ოჰაიოში. ლავეის სიტყვებისა და მისი გენეალოგიის მიხედვით, მის ძარღვებში ჩქეფდა ფრანგული, რუსული, უკრაინული, ელზასური, გერმანული და რუმინული სისხლი. მისი მუსიკალური მისწრაფება იყო კლასიკური მუსიკა, თუმცა მოსწონდა და მხარს უჭერდა ისეთ როკ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიცაა Slayer, ოზი ოსბორნი, Electric Hellfire Club, Mercyful Fate, Deicide, მერილინ მენსონი, Acheron, Morbid Angel. იგი იყო სატანისტური ბიბლიის ავტორი და ლავეის სატანიზმის დამაარსებელი. საიდუმლოდ დაკრძალეს ქალაქ კოლმაში (კალიფორნია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]