შინაარსზე გადასვლა

ანტიკითერას მექანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიკითერას მექანიზმი

ანტიკითერას მექანიზმი (ბერძ. Mηχανισμός των Αντικυθήρων) — მექანიკური მოწყობილობა, ნაპოვნია 1900 წელს, ბერძნული კუნძული ანტიკითერას სიახლოვეს ჩაძირულ უძველეს ხომალდზე. თარიღდება დაახ. ძვ. წ. 100-150 წლით. ამჟამად ინახება ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში.

მექანიზმს დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ხრახნიანი თვალი ჰქონდა ხის კორპუსში, რომელზეც აღბეჭდილი იყო ციფერბლატები ისრებით. რეკონსტრუქციის შედეგად დადგინდა, რომ ის გამოიყენებოდა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის გამოსათვლელად. მსგავსი სირთულის სხვა მოწყობილობები ელინისტურ კულტურაში დღემდე უცნობია. მასში გამოიყენება დიფერენციალური გადამცემი, რომელიც, როგორც ადრე თვლიდნენ, XVI საუკუნეში იყო გამოგონილი. მინიატურიზაციის დონითა და სირთულით მას მხოლოდ XVIII საუკუნის საათები შეედრება. მექანიზმის ზომები დაახლოებით 33x18x10 სმ უნდა ყოფილიყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]