ანონსი
იერსახე
„ანონსი“ — რუსული ყოველდღიური თეატრალურ-საბირჟო დასურათებული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1892 წელს; 1893 წლიდან გახდა ყოველდღიური საღამოს გაზეთი და გამოვიდა 312 ნომერი. იბეჭდებოდა ფელეტონები, პროგრამები, განცხადებები, თეატრალური აფიშები, თეატრალური ქრონიკები, სპექტაკლების ლიბრეტოები, საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობების ბიოგრაფიები და შემოქმედებითი პორტრეტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 162.