ანიდან ჰოემდე
იერსახე
| ანიდან ჰოემდე | |
|---|---|
|
| |
| სტუდიური ალბომი — | |
| გამოცემის თარიღი | 2001 |
| ჟანრი | ემბიენტი, ნიუ ეიჯი, ელექტრონული მუსიკა |
| ხანგრძლივობა | 54:30 |
| ლეიბლი | კომუნა |
| პროდიუსერი | ნიკა წერეთელი, მამუკა ბერიკა |
ანიდან ჰოემდე — ნიკა წერეთლისა და მამუკა ბერიკას 2001[1] წლის ერთობლივი სტუდიური ალბომი. გამოიცა CD-ზე მედია-კომპანია „კომუნას“ მიერ.
ალბომში ძირითადად გაერთიანებულია ემბიენტის, ნიუ ეიჯის და ელექტრონული მუსიკის ჟანრის კომპოზიციები. მათში შეიმჩნევა სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკური მუსიკის ელემენტები, გარდა საქართველოსი - სომხეთის, შუა აზიის, ინდოეთის და ა.შ. აქა-იქ გამოყენებულია ბუნებრივი და სემპლირებული რიტმული პერკუსია.[1]
ალბომიდან გამოვიდა ვიდეო ორ კომპოზიციაზე - „More“ [2] და „Anidan Hoemde“[3].[შენიშვნა 1]. „More“-ს ვიდეო წარმოდგენილია CD-ზე დამატებითი, DVD-ტრეკის სახით.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Maidani“ - 6:02
- „Om Nama“ - 5:50
- „Erekheli“ - 5:21
- „Papaya“ - 4:46
- „Achu-Achu“ - 5:33
- „O“ - 12:15
- „Golkonda“ - 5:44
- „Anidan Hoemde“ - 5:04
- „More“ - 3:51
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკა წერეთელი - პროგრამირება, არანჟირება, პერკუსია, კლავიშებიანები, ვარგანი (1-9),
- მამუკა ბერიკა - ვოკალი, ფლეიტა, პერკუსია (2, 3, 5, 6, 8, 9), პროდიუსერი (მხოლოდ 2-6, 8-9)
- კაკადუ (დავით მაჭავარიანი) - პერკუსია, დასარტყმელი საკრავები (2, 8)
- ზურა ძაგნიძე - გიტარა (7, 8, 9)
- მადი სერებრიაკოვა - ვოკალი (3, 8, 9)
- დათო თოიძე - ვოკალი (1, 7)
- გიო სიხარულიძე - ვოკალი (2)
- ალექს გაჩავა - ტაბლა (4)
- ვახო მამალაძე - ვოკალი (3)
- კვინტეტი „ურმული“ და დათო ქავთარაძე - დუდუკი (1, 7)
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ალბომის ბუკლეტში სახელწოდებები მითითებულია ლათინური შრიფტით