ანთოკის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანთოკის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყით დაფარულ ტერიტორიაზე. აღმოჩენილია მიწის სამუშაოების დროს. სამაროვანში გამოვლინდა ბრინჯაოს ე. წ. კახური ტიპის სატევარი, რომლის პირის ორივე მხარეს ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული. ტიპოლოგიურად სატევარი ყველაზე ადრეულია ამ სახის საბრძოლო იარაღს შორის და იგი ძვ. წ. XIII საუკუნის ახლო ხანებით თარიღდება.

სატევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია დაცული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]