შინაარსზე გადასვლა

ანევრიზმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანევრიზმა — სისხლძარღვის შემოფარგლული გაგანიერება, მისი კედლის გამობერვა. ვითარდება არტერიებში, ვენებში, ზოგჯერ გულში, გულის კუნთის ინფარქტის შედეგად. განსაკუთრებით ხშირია აორტის ანევრიზმა. განარჩევენ ცრუ და ჭეშმარიტ ანევრიზმას.

ბაზილარული არტერიის თითისტარისებრი ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაზილარული არტერიის თითისტარისებრი ანევრიზმა. კომპიუტერული ტომოგრაფია.

თავის ტვინის ბაზილარული არტერიის (ინგ. Basilar artery (BA)) თითისტარის ფორმის ანევრიზმული გაგანიერება. აღსანიშნავია, რომ ქალასშიგა არტერიებს შორის თითისტარისებრ გაგანიერებას ყველაზე ხშირად განიცდის ბაზილარული არტერია. ანევრიზმის გასკდომამდე სიმპტომები უმეტესად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი და თავის ტვინის ნერვების დეფიციტის კლინიკური გამოვლინებები. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

თავის ტვინის შუა არტერიის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავის ტვინის მარჯვენა შუა არტერიის ბიფურკაციის ანევრიზმა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრამა 3D რეჟიმში.

თავის ტვინის შუა არტერიის (ინგ. Middle cerebral artery (MCA)) ანევრიზმული წარმონაქმნი. ანევრიზმის გასკდომამდე სიმპტომები უმეტესად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, გულყრა, თავბრუსხვევა (ვერტიგო) და სისუსტე სხეულის საპირისპირო ნახევარში. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). აღსანიშნავია, რომ MCA-ს ანევრიზმა ყველაზე ხშირად წარმოიქმნება მისი ბიფურკაციის (ორად გაყოფის) ადგილას. დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

უკანა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უკანა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმა. ანგიოგრაფია.

თავის ტვინის უკანა შემაერთებელი არტერიის (ინგ. Posterior communicating artery (PComA)) ანევრიზმული წარმონაქმნი. ანევრიზმის გასკდომამდე სიმპტომები უმეტესად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები და თავის ტვინის ნერვების (ძირითადად, მესამე და მეხუთე) დეფიციტები. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმა. თავის ტვინის ანგიოგრამა.

თავის ტვინის ბაზილარული არტერიის პერფორატორის ანევრიზმული წარმონაქმნი. ეს ანევრიმები უმეტესად მცირე ზომისაა და, შესაბამისად, გასკდომამდე სიმპტომები ძირითადად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევები. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

წინა შემაერთებელი არტერიის ანევრიზმ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინა შემაერთებელი არტერიის ანერიზმა. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრამა.

თავის ტვინის წინა შემაერთებელი არტერიის (ინგ. Anterior communicating artery (AComA)) ანევრიზმული წარმონაქმნი. ანევრიზმის გასკდომამდე სიმპტომები უმეტესად არ ვლინდება, თუმცა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი და მხედველობის დარღვევები. გასკდომის შემთხვევაში კი აღინიშნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის კლინიკური გამოვლინებები: ცნობიერების დაკარგვა, თავის ტკივილი (პაციენტები ხშირად ახასიათებენ, როგორც "ცხოვრებაში ყველაზე საშინელ თავის ტკივილს"), გუგის პათოლოგიები, მენინგიზმი (მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მენინგიტის არარსებობისას) და ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები, გამომდინარე სისხლდენის მდებარეობიდან). დიაგნოზის დასმა ხდება რადიოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული (MRA) ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTA)) საფუძველზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]