ანდრეი ზვიაგინცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანდრეი ზვიაგინცევი
Andreï Zviaguintsev- 2016 (cropped).jpg
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1964 (1964-02-06) (57 წლის)
ნოვოსიბირსკი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
საქმიანობა კინორეჟისორი
სცენარისტი
აქტიური 2000–დღემდე
მეუღლე(ები) ანა მატვეევა

ანდრეი ზვიაგინცევი (რუს. Андрей Петрович Звягинцев; დ. 6 თებერვალი, 1964, ნოვოსიბირსკი) — რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი.[1] ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი და კანის კინოფესტივალის ლაურეატი.[2]

2003 წელს გადაიღო ფილმი „დაბრუნება“, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა. არის ოსკარის ორგზის ნომინანტი კატეგორიაში საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის (2015, 2018) გადაღებული ფილმებისთვის „ლევიათანი“ (2014) და „უსიყვარულო“ (2017). „ლევიათანმა“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი ოქროს გლობუსი მოიპოვა, ხოლო „უსიყვარულომ“ კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი. 2019 წლის დეკემბერში ზვიაგინცევის ოჯახური დრამა „ელენა“ (2011) გახდა რუსეთიდან ერთადერთი ფილმი, რომელიც მოხდა ამერიკულ ჟურნალ „Rolling Stone“-ის მიერ გამოცემულ „XXI საუკუნის მეორე ათწლეულის მსოფლიოს 50 საუკეთესო ფილმთა შორის“.[3]

ცნობილია თავისი მწვავე სოციალური შინაარსეებით და რუსეთში დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის კრიტიკით. 2018 წელს ზვიაგინცევი თბილისში, საგანმანათლებლო პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში იმყოფებოდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]