ანგუს კლაუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგუს კლაუდი
Angus Cloud
კლაუდი 2019 წელს
დაიბადა
კონორ ანგუს კლაუდ ჰიკი

10 ივლისი, 1998
გარდაიცვალა31 ივლისი, 2023 (25 წლის)
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
განათლებაოკლენდის ხელოვნებათა სკოლა
საქმიანობამსახიობი
აქტიურობის წლები2019–2023
ცნობილი ნამუშევარიეიფორია (2019–2022)

კონორ ანგუს კლაუდ ჰიკი (ინგლ. Conor Angus Cloud Hickey;[1] დ. 10 ივლისი, 1998 — გ. 31 ივლისი, 2023) — ამერიკელი მსახიობი, რომელიც ცნობილია HBO-ს ტელესერიალ „ეიფორიაში“ (ინგლ. Euphoria) ფეზკოს როლის შესრულებისთვის.[2] ასევე შეასრულა მცირე როლები დამოუკიდებელ ფილმებში, როგორებიცაა 2021 წლის „ჩრდილოეთი ჰოლივუდი“ (ინგლ. North Hollywood) და 2023 წლის „ხაზი“ (ინგლ. The Line), აგრეთვე მომავალ ფილმში „უცნაური ზღაპრები“ (ინგლ. Freaky Tales).[3] კლაუდმა ასევე მონაწილეობა მიიღო ნოა საირუსის, Juice WRLD-ის, ბეკი ჯისა და კეროლ ჯის მუსიკალურ ვიდეოებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგუს კლაუდი დაიბადა ოკლენდში, კალიფორნიაში, 1998 წლის 10 ივლისს;[4] თუმცა მისი ოჯახის უმეტესობა ირლანდიაში ცხოვრობდა.[1][5] კლაუდს ჰყავდა ორი უმცროსი ტყუპი და, სახელად მოლი ჰიკი და ფიონა ჰიკი.[6][7] მან განათლება ოკლენდის ხელოვნებათა სკოლაში მიიღო,[6] სადაც მისი თანაკლასელი იყო „ეიფორიას“ თანავარსკვლავი ზენდეია.[8]

Variety-სთან ინტერვიუსას კლაუდმა თქვა, რომ მოზარდობისას დაცემის შედეგად „ტვინის მცირე დაზიანება“ მიიღო. ამ ტრავმამ მას თავის მარჯვენა მხარეს იარა დაუტოვა.[9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ბარკლეის ცენტრის მიმდებარე ვუდლენდის რესტორანში მუშაობისას მის შესახებ მიმოიკითხა „ეიფორიას“ კასტინგის ხელმძღვანელმა, ჯენიფერ ვენდიტიმ, რომელზეც ანგუსმა თავდაპირველად იფიქრა, რომ თაღლითი იყო. ამ სერიალში მან ფეზკოს როლი შეასრულა.[10] „ეიფორიამდე“ კლაუდს სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა უმაღლესი სკოლის თეატრში სცენებს აწყობდა და განათებასა და აკუსტიკაზე მუშაობდა.[11] კლაუდმა ასევე შეასრულა უოკერის როლი კომედიურ დრამაში „ჩრდილოეთი ჰოლივუდი“.[12]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლაუდი გარდაიცვალა 2023 წლის 31 ივლისს, 25 წლის ასაკში, თავისი ოჯახის სახლში, ოკლენდში, კალიფორნიაში. ოკლენდის სახანძრო დეპარტამენტი სამედიცინო დახმარებისთვის გამოიძახეს, თუმცა კლაუდი მათ მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო. იგი მამის გარდაცვალებას გლოვობდა, რომელიც ანგუსის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დაკრძალეს.[12][13]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნები სქოლიო
2021 ჩრდილოეთი ჰოლივუდი North Hollywood უოკერი [12]
2023 ხაზი The Line რობერტ დეუიტი [14]
2024 უსათაურო Universal Monsters-ის ფილმი Untitled Universal Monsters film TBA გადაღება, გარდაცვალების შემდგომი გამოშვება [15]
ცნობილი გახდება უცნაური ზღაპრები Freaky Tales TBA შემუშავების პროცესი, გარდაცვალების შემდგომი გამოშვება [16]
შენი იღბლიანი დღე Your Lucky Day TBA [14]
ტელევიზია
წელი სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნები სქოლიო
2019–22 ეიფორია Euphoria ფეზკო მთავარი როლი, 16 ეპიზოდი [12]
2019 სრულყოფილი ქალი The Perfect Women საკუთარი თავი [17]
მუსიკალური კლიპები
წელი სახელწოდება ავტორი რეჟისორი სქოლიო
2020 „All Three“ ნოა საირუსი ტაილერ შილდსი [18]
2022 „Cigarettes“ Juice WRLD სტივ კენონი [19]
„Mamiii“ ბეკი ჯი და კეროლ ჯი მაიკ ჰო [20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Moloney, Eoghan (January 18, 2022). „Euphoria star Angus Cloud reveals Irish family connections and how he almost moved here before lucky break“. The Irish Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2022. ციტირების თარიღი: January 24, 2022.
  2. Galuppo, Mia (August 5, 2019). „Euphoria Star Angus Cloud Got Cast in a Hit Show Without Really Trying“. GQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 8, 2022. ციტირების თარიღი: January 19, 2022.
  3. Grobar, Denise Petski,Matt; Petski, Denise; Grobar, Matt. (2023-07-31) Angus Cloud Dies: ‘Euphoria’ Actor Was 25 en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  4. Ferraro, Mat (July 31, 2019). „Euphoria's Angus Cloud Doesn't Want Siri Recording His Conversations“. Interview Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 19, 2022. ციტირების თარიღი: January 19, 2022.
  5. Barry, Sarah McKenna (January 18, 2022). „Euphoria fans delighted after learning Fezco's Irish connection“. JOE.ie. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2022. ციტირების თარიღი: January 19, 2022.
  6. 6.0 6.1 Yu, Eda. (2019-11-05) Angus Cloud Still Has His Head in the Sky en. ციტირების თარიღი: 2022-02-28
  7. Vendetti, Jennifer. GREATEST: ANGUS CLOUD. ციტირების თარიღი: 2023-07-09
  8. ‘Euphoria’: Which 2 Cast Members Went to the Same High School?. Cheat Sheet. ციტირების თარიღი: July 31, 2023.
  9. Hailu, Selome. (2022-08-10) How Angus Cloud Survived a Broken Skull and Became ‘Euphoria’s’ Stoner Icon en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-31
  10. Craighead, Olivia (July 31, 2019). „How HBO's Gen Z Drama "Euphoria" Streetcast Its Lovable Drug Dealer“. The Wall Street Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 18, 2022. ციტირების თარიღი: January 19, 2022.
  11. Craighead, Olivia. How HBO’s Gen Z Drama “Euphoria” Streetcast Its Lovable Drug Dealer en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-01
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Sharf, Zack. (July 31, 2023) Angus Cloud, ‘Euphoria’ Star, Dead at 25. ციტირების თარიღი: July 31, 2023
  13. Angus Cloud, star of HBO's 'Euphoria,' dies at 25. NBC News. ციტირების თარიღი: July 31, 2023.
  14. 14.0 14.1 Rice, Lynette. (2023-02-03) ‘Euphoria’ Star Angus Cloud Signs With UTA en-US. ციტირების თარიღი: 2023-04-29
  15. Kathryn Newton, Angus Cloud, Will Catlett Join Untitled Monster Movie From ‘Scream VI’ Filmmakers (May 12, 2023). ციტირების თარიღი: July 31, 2023
  16. Kroll, Justin. Pedro Pascal, Ben Mendelsohn, Jay Ellis And Jack Champion Among Those Joining Ensemble Of eOne And Macro's Freaky Tales From Ryan Fleck And Anna Boden (November 16, 2022). ციტირების თარიღი: 16 November 2022
  17. „ANGUS CLOUD INTERVIEW“. adultswim.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 20, 2022. ციტირების თარიღი: January 19, 2022.
  18. Richards, Will. (December 16, 2020) Watch Noah Cyrus' video for intimate new song 'All Three'. ციტირების თარიღი: July 31, 2023
  19. Blistein, Jon. (March 3, 2022) Angus Cloud Cameos in the Gritty New Video for Juice WRLD's Posthumous 'Cigarettes'. ციტირების თარიღი: July 31, 2023
  20. Lopez, Julyssa. (April 15, 2022) Watch Mia Khalifa Trash Angus Cloud's House in Karol G and Becky G's 'Mamiii' Video. ციტირების თარიღი: July 31, 2023