შინაარსზე გადასვლა

ანგიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგიოგრამა

ანგიოგრაფია (ბერძ. ἀγγεῖον [angeion] — „ჭურჭელი“ და γράφος [graphō] — „ვწერ“, „ვხაზავ“) — სხვადასხვა ორგანოს (თავის ტვინი, ფილტვი, გული, თირკმელი და სხვ.) სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი. სისხლძარღვთა სისტემაში შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმისათვის უვნებელი კონტრასტული ნივთიერება, რომელიც რენტგენოგრამაზე იძლევა სისხლძარღვთა კონტურის ჩრდილს. ანგიოგრაფიას იყენებენ სისხლძარღვთა და მათთან მიმდებარე ქსოვილების დაავადებათა გამოსავლენად.