ანასტასია გოლოვინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანასტასია გოლოვინა
Anastasia Golovina Nicolau.jpg
დაბადების სახელი Анастасия Ангеловна Николау
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი 1850
კიშინიოვი, ბესარაბიის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი 1933 (82 წლის)
ვარნა ბულგარეთის მესამე სამეფო
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
პროფესია ფსიქიატრი, ფილოსოფიის დოქტორი მედიცინაში
ცნობილია როგორც პირველი ქალი ექიმი ბულგარეთში უმაღლესი განათლებით, პირველი საბავშვო ცენტრის დამფუძნებელი ვარნაში
მეუღლე(ები) ალექსანდრე გოლოვინი

ანასტასია  გოლოვინა, ქალიშვილობის გვარი ნიკოლაუ (დ. 17 ოქტომბერი, 1850, კიშინიოვი — გ. 5 მარტი, 1933, ვარნა) — ბულგარელი  ექიმი, ფსიქიატრი, პირველი  ექიმი ქალი ბულგარეთში უმაღლესი განათლებით, ვარნაში პირველი ბავშვთა ცენტრის დამაარსებელი. ალექსანდრე გოლოვინის  (რუსი და ბულგარელი ჩინოვნიკი) მეუღლე.[1][2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასია ნიკოლაუ დაიბადა 1850 წლის 17 ოქტომბერს კიშინიოვში. მამა —  ანგელ  ნიკოლაუ, გახლდათ კიშინიოვის მერი. ბიძა— კირილე მინკოვი, კალოფერის მკვიდრი— კიშინიოველი ვაჭარი. გოგონამ მშობლიურ ქალაქში დაამთავრა ფრანგული სკოლა, მოგვიანებით მუშაობდა სტენოგრაფისტად.

მამის გარდაცვალების შემდეგ ანასტასია გაემგზავრა ციურიხში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. იგი რუსეთის სტუდენტური რევოლუციური მოძრაობის წევრი იყო, რისთვისაც უნივერსიტეტიდან გარიცხეს და სწავლა  განაგრძო პარიზში. მან დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი 1878 წელს, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სორბონაში თემაზე „არტერიების კედლების ჰისტოლოგიური შესწავლა“. მისმა ნაშრომმა  შთაბეჭდილება მოახდინა ფსიქიატრ ჟან მარტინ შარკოზე. იგი გახდა პირველი ბულგარელი ქალი, რომელმაც სორბონა დაამთავრა. შემდეგ ანასტასია გადავიდა ბულგარეთში, სადაც  სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდა ფსიქიატრად. მათ შორის: ​​ ჯანდაცვის მუშაკად ტირნოვის თემში, ექიმად სოფიის ქალთა პირველ გიმნაზიაში და  ექიმ-რეზიდენტად ალექსანდრეს სახელობის საავადმყოფოში. 1888 წელს მუშაობდა პლოვდივში, შემდეგ დაბრუნდა ვარნაში, სადაც მუშაობდა 1889-1893 წლებში. იგი გახლდათ  ბალკანეთის ორი ომის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, ვარნის არქეოლოგიური საზოგადოებისა და ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება „მოწყალების“ წევრი. 1922 წელს დაჯილდოვდა ბულგარეთის წითელი ჯვრის საპატიო სამკერდე ნიშნით.

კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასია გოლოვინას 80 წლის იუბილე. სურათზე ანასტასია გოლოვინა შუაში, მიტროპოლიტ სიმეონის გვერდით.

ანასტასია გოლოვინა დაინტერესებული იყო სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის ფონითა და სიმპტომებით, აღწერა ისეთ დაავადებები, როგორიცაა იდიოტიზმი, მეგალომანია, დემენცია, ჰანტინგტონის დაავადება და ა.შ. მისი ინოვაციები გამოიყენეს ბულგარეთში სასამართლო ექსპერტებმა გაკვეთისა და სიკვდილის მიზეზების დადგენის დროს. იგი გახლავთ ბულგარულ და უცხოურ გამოცემებში სამედიცინო თემებზე გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო-პოპულარული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.[4]

საქველმოქმედო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანასტასია გოლოვინა ეწეოდა სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას. 1915 წელს, როგორც ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება „მოწყალების“ თავმჯდომარემ, მხარი დაუჭირა ვარნაში ბავშვთა სახლის გახსნას. 1919 წლის 27 მაისს მისი ძალისხმევით გაიხსნა საქველმოქმედო ფონდი. იგი ამავე დროს განაგებდა გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს. 1944 წლისთვის ფონდში იყო 13350 ბულგარული ლევი. 1940 წლამდე ფონდი ყოველწლიურად გამოყოფდა დახმარებას 380-დან 780 ლევის ოდენობით ვარნის ვაჟთა გიმნაზიის ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად: დახმარების მიმღებთა შორის იყვნენ თოდორ სტოიჩკოვი, გიორგი ტრიპჩევი, იანაკი ვატევი, ივან დობრევი და სხვები. 1941-1943 წლებში სახსრები არ იქნა გამოყოფილი,.1948 წელს ფონდი დაიხურა.

1927 წელს ანასტასია გოლოვინას სახლი გადაეცა ვარნას ბავშვთა დაცვის კავშირის ფილიალს, სადაც გაიხსნა ბავშვთა სამედიცინო საკონსულტაციო ცენტრი. 1933 წლის 12 დეკემბერს დაარსდა საქველმოქმედო საზოგადოება "ექიმი ანასტასია გოლოვინა" ( ანასტასიას ნაშვილები ვაჟის, იურის მონაწილეობით). სახოგადოება  გაჭირვებულ ბავშვებსა და გაჭირვებულ ორსულებს საკვებით და ტანსაცმლით ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლოს, ანასტასია გოლოვინას სახსრების ნაწილი გადაეცა ბელორეცკის (ბაშკირეთის ასსრ) სკოლას, სადაც  მისი მეუღლე ალექსანდრე სწავლობდა;  ანასტასიას მიმოწერა ბატენბერგის პრინც ალექსანდრე I-თან და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან გადაეცა წმინდანთა კირილესა და მეთოდეს ეროვნულ ბიბლიოთეკას. სამედიცინო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი  გადაეცა პენჩო სლავეიკოვის სახელობის ვარნის საქალაქო ბიბლიოთეკას.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kalchev, K. (1996): "Dr Anastasia Golovina. Edna zabravena balgarka" [Dr. Anastasya Golovina. A Forgotten Bulgarian Woman]. Veliko Tarnovo.
  2. Nazarska, Georgeta: Bulgarian women medical doctors in the social modernization of the Bulgarian nation state (1878-1944). In: Historical Social Research 33 (2008), 2, pp. 232-246. URN: http://nbn-resolving.de/urn:nbn:de:0168ssoar-191329 Archived 2016-03-04 at the Wayback Machine
  3. "АЛЕКСАНДЪР ГОЛОВИН“ daritelite.bg. Посетен на 31 август 2018 г. (ბულგ.)
  4. "Bulgarian women medical doctors in the social modernization of the Bulgarian nation state (1878-1944)". Retrieved 2015-09-07.
  5. Калчев К., Кишиневската младост на д-р А. Головина, Rev. de Stinte Socioumane, p.48-55 pdf (ბულგ.)