ამულიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამულიუსი (ლათ. Amulius) — რომაულ მითოლოგიაში ალბა-ლონგას მეფე, ენეასის შთამომავალი.

ამულეუსმა წაართვა თავის უფროს ძმას ნუმიტორს ძალაუფლება და ამოწყვიტა მისი ვაჟები, ხოლო ერთადერთი ქალიშვილი რეა სილვია აქცია ვესტას ქურუმად. რეა სილვიამ მარსთან კავშირით დაბადა რომულუსი და რემუსი, ამულიუსმა ბრძანა მსისი ჩამოხრჩობა და ბავშვების ტიბრში გადაყრა, მაგრამ ისინი მარსმა გადაარჩინა. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, მოკლეს ამულიუსი და ტახტი კვლავ ნუმიტორს დაუბრუნეს.