ამრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამრანი, აბრანი, ავრანი, არუანი, მთავარი გმირი ოსური დარეჯანიანთა ეპოსისა, რომლის სიუჟეტები, მკვლევართა აზრით (ვ. მილერი, ნიკო მარი, ვასილ აბაევი, ა. თიბილოვი, მ. ჩიქოვანი და სხვა) ამირანის თქმულებასთან ერთად საქართველოდან გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსურ ფოლკლორში ამრანის თავგადასავალს დაუკავშირდა ნართების ეპოსის რამდენიმე ეპიზოდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 407-408, თბ., 1975