ვასილ აბაევი
| ვასილ აბაევი | |
|---|---|
| ოს. Абайты Уанкъайы фырт Васо | |
| დაბ. თარიღი | 2 (15) დეკემბერი, 1900[1] |
| დაბ. ადგილი | კობი, დუშეთის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
| გარდ. თარიღი | 18 მარტი, 2001[2] [3] [4] [1] (100 წლის) |
| გარდ. ადგილი | მოსკოვი[1] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ფილოლოგი[4] [1] , ენათმეცნიერი[5] , ირანისტი, local historian, etymologist, უნივერსიტეტის პროფესორი, ფოლკლორისტი[5] და ეთნოლოგი[5] |
| მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიურ ენათა განყოფილება და რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა[6] |
| ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი[7] |
| ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი[4] , ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი[4] , შრომის წითელი დროშის ორდენი[4] , მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და Q97315446? |
ვასილ ივანეს ძე აბაევი (ოს. Абайты Иваны фырт Васо; დ. 2 (15) დეკემბერი, 1900, სოფ. კობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 18 მარტი, 2001, მოსკოვი) — საბჭოთა ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. ეროვნებით ოსი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1969), ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მეცნიერების მოღვაწე (1957).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1925). მუშაობდა მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში. 1928-1930 მოღვაწეობდა თბილისში, სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში, დიდი სამამულო ომის წლებში — სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. აბაევის მთავარ შრომებს „ნართების ეპოსი“ (1945), „ოსური ენა და ფოლკლორი“ (1949), „ოსური ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი“ (ტ. 1-2, 1958-1973) დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულ ენათა კვლევისათვის, ქართულ-კავკასიური და ირანულ ენათა კონტაქტების შესწავლისათვის, აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფიის და ფოლკლორის საერთო ელემენტების კვლევის თვალსაზრისით. საყურადღებოა მისი „არმაზის ბილინგვის გარშემო“ (საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1944, ტ. 5, № 8), „შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ფოლკლორული საფუძვლის შესახებ“ (Известия АН СССР, 1966, т. 25 в 4), „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ირგვლივ“ (თსუ შრომები, 1967, ტ. 118, სერია 6, რუს. ენაზე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Исаев М. И., Славный путь ученого, «Известия Северо-Осетинского научно-исследовательского института», 1960, т. 22, в. 1;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვასილ აბაევი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვასილ აბაევის შესახებ დაარქივებული 2007-10-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვასილ აბაევის შესახებ (გერმანული)
- "ოსური ენის გრამატიკის შესახებ" (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Большая российская энциклопедия — 2022.
- ↑ http://ossetians.com/eng/news.php?newsid=60
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 https://iling-ran.ru/web/en/scholars/abaev
- ↑ 5.0 5.1 5.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Сотрудники Российской национальной библиотеки
- ↑ Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2023.
- დაბადებული 15 დეკემბერი
- დაბადებული 1900
- გარდაცვლილი 18 მარტი
- გარდაცვლილი 2001
- მოსკოვში გარდაცვლილები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწეები
- ოსი ენათმეცნიერები
- დაბადებული 3 იანვარი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოში დაბადებული ოსები