ამიმონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამიმონე (ბერძნ. Άμυμώνη) — დანაოსის ქალიშვილი, რომელსაც სატირი დევნიდა. ამიმონემ დასახმარებლად მოუხმო პოსეიდონს. პოსეიდონმა სატირს სამკბილა ჰკრა, სატირმა აიცდინა, კლეს მოხვდა და სამი ჭავლი წყალი გადმოედინა. ამის შემდეგ სატირი დაიმალა, ამონე კი პოსეიდონმა წაიყვანა და მისაგან შეეძინა გმირი ნავპულუსი. ესქილემ ამიმონეს მითი გამოიყენა ერთ-ერთ სატირულ დრამაში.