ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი — ამიერკავკასიაში კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი ორგანო 1922–1937 წლებში. შეიქმნა 1922 წლის 18–22 თებერვალს, მისი პირველი პრეზიდიუმის წევრები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, სერგეი კიროვი და მამია ორახელაშვილი. ასკ-ს ჰქონდა საკუთარი გაზეთები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე ჟურნალები „მიერკავკასიის ბოლშევიკი“ და „ამიერკავკასიის მშრომელი ქალი“, რმოლებიც ოთხ ენაზე გამოდიოდა. ასკ-მ დააარსა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი. გაუქმდა 1937 წლის აპრილში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გუკასიანი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 389.
  • ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 2, თბილისი, 1972