ამელია ბლუმერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამელია ბლუმერი
ინგლ. Amelia Jenks Bloomer
დაბადების თარიღი 27 მაისი 1818
ჰომერი, კორტლენდი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი 1894 (76 წლის)
კოუნსილ-ბლაფსი, აიოვა, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ფემინისტი
სუფრაჟისტი
ჟურნალისტი
მწერალი
მეუღლე(ები) დექსტერ ბლუმერი
ჯილდოები აშშ ქალთა დიდების ეროვნული დარბაზი (1995)
აიოვას ქალთა დიდების დარბაზი

ამელია ჯენქს ბლუმერი (ინგლ. Amelia Jenks Bloomer; დ. 27 მაისი, 1818, ჰომერი, კორტლენდის ოლქი, ნიუ-იორკი, აშშ —  30 დეკემბერი, 1894, კოუნსილ ბლაფსი, აიოვა) — ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ერთ-ერთი პირველი სუფრაჟისტი და ფემინისტური მოძრაობის დამფუძნებელი, მწერალი, ჟურნალისტი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამელია ჯენქსი  დაიბადა 1818 წელს ჰომერში, ნიუ-იორკში, ანანია ჯენქსისა და ლუს ჯენქსის მრავალშვილიან  ოჯახში. ჰყავდა მინიმუმ 4 და და 2 ძმა. ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა და ამალიამ  მხოლოდ რამდენიმე წლიანი ფორმალური განათლების მიღება შეძლო ადგილობრივ რაიონულ სკოლაში.[3]

17 წლის ასაკში სკოლის მასწავლებლად მუშაობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ამელია  საცხოვრებლად გადავიდა ახალდაქორწინებულ დასთან— ელვირასთან, ვატერლოოში. შემდეგ გაემგზავრა სენეკა ფოლზში, ორენ ჩემბერლენის სახლში, სადაც მისი სამი უმცროსი შვილის გუვერნანტად მუშაობდა.

1840 წელს 22 წლის ამელია ცოლად გაჰყვა ადვოკატ დექსტერ ბლუმერს (Dexter Bloomer), რომელმაც იდეა მიაწოდა, რომ დაეწერა სტატიები ნიუ-იორკის გაზეთ  «Seneca Falls County Courier» - თვის.

1848 წელს იგი სათავეში ჩაუდგა მის მიერ ორგანიზებულ ქალთა საზოგადოებას Ladies Temperance Society   და გახდა სენეკა ფოლზში ქალთა უფლებების დაცვის პირველი კონფერენციის მონაწილე.  

1849 წლიდან პროპაგანდას უწევდა  საკუთარი შეხედულებებს მის მიერ დაარსებულ ქალთა პირველ  გაზეთში The Lily, (1849-1953), რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა. გაზეთმა დროთა განმავლობაში დაიწყო სოციალური თემების სულ უფრო ფართო სპექტრის გაშუქება. მათ შორის, ქალთა უფლებების შესახებ. მალე გამოცემა პოპულარული გახდა და ტირაჟმა 4000 ეგზემპლარს გადააჭარბა.[4][5]

ამელია ბლუმერი ბლუმერსებში

უკვე 1853 წელს ამელია ბლუმერი გახდა ცნობილი და მგზნებარე მებრძოლი ქალთა საარჩევნო  უფლებისთვის. იგი გახლდათ ნებრასკასა და აიოვას საარჩევნო კამპანიის ლიდერი; 1871 წლიდან 1873 წლამდე — აიოვას ქალთა საარჩევნო უფლებების ასოციაციის (Iowa Woman Suffrage Association) პრეზიდენტი.

ამელია ბლუმერის აზრით, ქალთა უფლებებისთვის რეალური ბრძოლა შემოიფარგლებოდა არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლების რეალიზებაში, არამედ კომფორტული ტანსაცმლის ტარების უფლებითაც. ასე რომ, იგი მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ ყველა ქალს აქვს უფლება ატაროს ის ტანსაცმელი, რომელიც მას მოსწონს და კომფორტულია მამაკაცის ნებართვის გარეშე.

ამელია ისტორიაში შევიდა ბლუმერსების წყალობით. 1851 წელს ლონდონში, ცნობილ მსოფლიო ინდუსტრიულ გამოფენაზე მან ფაქტობრივად შოკში ჩააგდო აუდიტორია, რომელიც შეიკრიბა მისი შემდეგი გამოსვლის მოსასმენად. ამელია ბლუმერი, ცნობილი ამერიკელი სუფრაჟისტი, ქალთა ფემინისტური ჟურნალის რედაქტორი და მთამსვლელი, რომელიც კამპანიას ეწეოდა ქალთა ხმის მიცემის უფლებისთვის, აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოკლე და საკმაოდ განიერი ქვედა ბოლოთი პანტალონებთან ერთად, კოჭთან შეკრული ზონარით.

პირველი შოკის შემდეგ, საზოგადოება მაშინვე გამოეხმაურა იმ დროისთვის გაუგონარ ჩაცმულობას გესლიანი კრიტიკით. ახალ ტანსაცმელს — ბლუმერსებს — ბევრი  დასცინოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა თამამ ამელიას. იგი ღებულობდა წერილებს ასობით ქალისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ითხოვდნენ დამატებით ინფორმაციას ბლუმერსების თარგის შესახებ. ნათლად გამოჩნდა ქალების სურვილი, მოეშორებინათ გრძელი, მძიმე ქვედა ბოლოები.[6]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამელია  გარდაიცვალა 1894 წელს, 76 წლის ასაკში და დაკრძალულია აიოვას შტატის ფეირვიუს სასაფლაოზე, კოუნსილ ბლაფსში.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამელია ბლუმერის სახელი  შეტანილია ამერიკის შეერთებული შტატების  ქალთა დიდების ეროვნული დარბაზში და აიოვას ქალთა დიდების დარბაზში.[7]
  • 2002 წლიდან ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაცია აქვეყნებს ამელია ბლუმერის პროექტის ყოველწლიურ სიას  —  ბოლო დროს გამოქვეყნებული ფემინისტური წიგნების სიას, რომლებიც რეკომენდებულია ახალგაზრდა მკითხველებისთვის.[8][9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bloomer, Dexter C. Life And Writings Of Amelia Bloomer . Boston: Arena Pub. Co., 1895. Reprinted 1975 by Schocken Books, New York. Includes bibliographical references.
  • Coon, Anne C. Hear Me Patiently: The Reform Speeches of Amelia Jenks Bloomer, Vol. 138. Greenwood Publishing Group, Inc., 1994.
  • Smith, Stephanie, Household Words: Bloomers, sucker, bombshell, scab, cyber (2006) -- material on changing usage of words.
  • The Lily: A Ladies' Journal, devoted to Temperance and Literature. 1849.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Amelia Bloomer // Encyclopædia Britannica
  2. Amelia Jenks Bloomer // The Biographical Dictionary of Iowa — University of Iowa Press, 2008. — ISBN 978-1-58729-685-7
  3. Geni — 2006.
  4. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 107.
  5. Falls, Mailing Address: 136 Fall Street Seneca; Us, NY 13148 Phone:568-0024 Contact. "Amelia Bloomer - Women's Rights National Historical Park (U.S. National Park Service)". www.nps.gov.
  6. https://en.wikisource.org/wiki/Woman_of_the_Century/Amelia_Bloomer
  7. "Bloomer, Amelia - National Women's Hall of Fame". Womenofthehall.org. Retrieved 2017-10-28.
  8. Amelia Bloomer Project . ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი 2018.
  9. "2020 Rise: A Feminist Booklist for Young Readers".