ამალ ალ ქუბაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამალ ალ ქუბაისი
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1969(1969-10-18) (54 წლის)
დაბადების ადგილი აბუ-დაბი
მოქალაქეობა  არაბთა გაერთიანებული საამიროები
განათლება არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტი

ამალ ალ ქუბაისი (არაბ. أمل القبيسي; დ. 18 ოქტომბერი, 1968) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული კრების თავმჯდომარე 2015-2019 წლებში. პირველი ქალი არაბულ სამყაროში რომელმაც დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. მანამდე იყო აბუ-დაბის განათლების საბჭოს თავმჯდომარე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ალ ქუბაისიმ მიიღო დოქტორის ხარისხი გაერთიანებული სამეფოს შეფილდის უნივერსიტეტის არქიტექტურულ ინჟინერიაში და ფლობს მსოფლიოში ერთადერთ დოქტორის ხარისხს არაბთა გაერთიანებული საამიროების არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საკითხებში.[2][3] 2000 წელს იგი გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის არქიტექტურის ასისტენტ-პროფესორი, სადაც მუშაობდა 2006 წლამდე. როგორც არქიტექტორი, იგი მუშაობდა იუნესკოსთან საამიროებში 350-ზე მეტი ისტორიული ადგილის დოკუმენტაციისა და შენარჩუნების მიზნით, მათ შორის ალ-ჯაჰილისა და ალ-ჰოსნის ციხეებზე.[4]

2001-2003 წლებში მუშაობდა ალ-აინის ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების ორგანოს კულტურული მემკვიდრეობის ერთეულის პრეზიდენტად.

2007 წელს იგი აირჩიეს ფედერალური ეროვნული კრების წევრად და გახდა პირველი არჩეული ქალი საბჭოში.[2] საბჭოში იყო განათლების, ახალგაზრდობის, მედიისა და კულტურის კომიტეტის პრეზიდენტი; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2011 წელს ალ ქუბაისი აირჩიეს ფედერალური ეროვნული კრების სპიკერის პირველ მოადგილედ და გახდა პირველი ქალი, რომელიც თავმჯდომარეობდა ფედერალური ეროვნული კრების სხდომას 2013 წელს.[5][6] 2014 წელს იგი დანიშნეს აბუ-დაბის განათლების საბჭოს თავმჯდომარედ.[7]

2015 წლის 18 ნოემბერს ალ ქუბაისი დანიშნეს ფედერალური ეროვნული კრების თავმჯდომარედ,[8] რითაც იგი გახდა არაბულ რეგიონში ეროვნული ასამბლეის პირველი ქალი ლიდერი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FNC profiles: Advocate for the nation's daughters The National. ციტირების თარიღი: 2016-05-24
  2. 2.0 2.1 2.2 FNC profiles: Advocate for the nation's daughters | The National. ციტირების თარიღი: 2016-05-24
  3. The Jury –Zayed Future Energy Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-26. ციტირების თარიღი: 2016-10-25
  4. Salama, Samir (2015-11-18). „First female Federal National Council speaker elected“. GulfNews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-26. ციტირების თარიღი: 2016-10-25.
  5. UAEINTERACT. UAE Interact, United Arab Emirates information, news, photographs, maps and webcams. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-23. ციტირების თარიღი: 2016-05-24
  6. Salama, Samir (2013-01-22). „Dr Amal Al Qubaisi makes history“. GulfNews. ციტირების თარიღი: 2016-10-25.
  7. Samihah Zaman. (2015-11-22) Al Khaili to serve as acting Adec head. ციტირების თარიღი: 2016-05-24
  8. Federal National Council Brochure.