ალ-მაარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბულ ალა ალ-მაარი დაბადებული აბუ ალ-ალა აჰმად იბნ აბდ ალლაჰ იბნ სულაიმან ალ-ტანუჰი ალ-მაარი (დ. 973 – გ. 1057) — ბრმა არაბი ფილოსოფოსი, პოეტი და მწერალი. დაიბადა თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე. სწავლობდა ალეპოში, ტრიპოლიში და ანტიოქიაში. ალ-მაარი ხასიათდება როგორც "პესიმისტი მოაზროვნე". ალ-მაარი ხშირად თავს ესხმოდა რელიგიურ დოგმატიკას და უარყოფდა ისლამს. იგი ასევე თანაბრად აკრიტიკებდა ქრისტიანულ, იუდეველურ და ზოროასტრიულ რელიგიებსაც. ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას. იყო მკაცრი ვეგეტარიანელი. გარდაიცვალა 83 წლის ასაკში დაუოჯახებელი. ალ-მაარი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო არაბ კლასიკოს პოეტად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reynold Alleyne Nicholson, 1962, A Literary History of the Arabs, pp. 317–323