ალ-ზაჰაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალ-ზაჰაბი
არაბ. مُحمَّد بن أحمد بن عُثمان بن قايماز الذهبي
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1274[1] [2]
დაბადების ადგილი Kafr Batna
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1348(1348-02-04)[3] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი დამასკი[1]
საქმიანობა muhaddith და ისტორიკოსი
Magnum opus Siyar A'lam al-Nubala, tārīẖ al-islām wufīāt al-mšāhīr wālʾaʿlām, Tadhkirat al-ḥuffāẓ, al-Kabāʾir, Mīzān al-iʿtidāl fī naqd al-rijāl, Q19443115?, Kitāb al-ʿarsh, al-Ṭibb al-nabawī, al-ʿIbar fī khabar man ghabara, al-Mushtabah fī l-rijāl, al-Muntaqā min minhāj al-iʿtidāl, Tajrīd asmāʾ al-ṣaḥāba, Maʿrifat al-qurrāʾ al-kibār ʿalā l-Ṭabaqāt wa-l-aʿṣār და Ithbāt al-Shafāʻah

ალ-ზაჰაბი, შამს ალ-დინ აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად (არაბ. محمد بن احمد بن عثمان بن قيم ، أبو عبد الله شمس الدين الذهبي; დ. 5 ოქტომბერი, 1273 — გ. 4 თებერვალი, 1348) — არაბი მწერალი.

ავტორია რამდენიმე ისტორიული თხზულებისა, რომელთაგან მნიშვნელოვანია „თარიხე ალ-ისლამი“ („ისლამის ისტორია“) 20 ტომად. მასში აღწერილია ისლამის წარმოშობისა და განვითარება-გავრცელების ხანგრძლივი ისტორია, დამოკიდებულება ოქროს ურდოსა და ილხანთა სახელმწიფოებს შორის, ხშირი ომები, რომელთა ასპარეზი საქართველოს ტერიტორია იყო. როგორც ზაჰაბი იუწყება, აბაღა-ხანსა და ბერქას შორის ომი (1264-1265) ბერქას გამარჯვებით დამთავრდა. 1265 წელს ბერქას მემკვიდრე მანქუ-თიმურს ლაშქრობა განუახლებია. აბაღა-ხანი მდ. მტკვართან შეჩერებულა და თავდაცვის მიზნით თბილისის აღმოსავლეთით 7 დღეში ხის კედელი აღუმართავს, თუმცა დამარცხება მაინც არ ასცდენია. მემატიანის გადმოცემით, 1271 წელს ომი კვლავ დაწყებულა და მისი ასპარეზი ისევ აღმოსავლეთ საქართველო ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118889788 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.