მთის ალთაის ცენტრალურ-აღმოსავლური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალტაური (თურქული ენა))

მთის ალთაის ცენტრალურ-აღმოსავლური ენები — თურქული ენათა მონათესავე ენების ჯგუფი, რომელსაც ტრადიციულად ალთაურ ენას უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ სახელწოდება „მთის ალთაის ენები“ არ წარმოადგენს სამეცნიერო ლიტერატურაში არც ფორმალურ და არც საყოველთაოდ აღიარებულ ცნებას. ტრადიციულად ამ ენებს მიიჩნევდნენ ალთაური ენის დიალექტებად ანდა ამავე ალთაურის ენობრივი ვარიანტების ჯგუფად, თანაც ნ. ა. ბასკაკოვის (რუს. Никола́й Алекса́ндрович Баска́ков) ფართოდ გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, დიალექტების თუ ენობრივი ვარიანტების ეს ჯგუფი მიეკუთვნება თურქულ ენათა სხვადასხვა ქვეჯგუფს (- სამხრეთ ალთაის დიალექტები ბასკაკოვის კლასიფიკაციით ყირგიზულთან ერთად გაერთიანებულია ყირგიზულ-ყივჩაღურ ენებში.)

ო. ა. მუდრეგი (რუს. Оле́г Алексе́евич Мудра́к) მისსავე შედგენილ კლასიფიკაციაში (2002) გამოიყენებს ტერმინებს „ალთაური ენები“ და „ალთაური ენები და დიალექტები“.

დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში, რომელიც ლარს იუჰანსონის (გერმ. Lars Sverker Johansson) აღწერას ეყრდნობა, გამოიყენება ტერმინი „ალთაის თურქული“ (ინგლ. Altay Turkic).

გამოცემაში „თურქულ ენათა შედარებით-ისტორიული გრამატიკა“ „პრათურქული ფუძე-ენა. პრათურქული ეთნოსის სამყაროს სურათი ენის მონაცემების მიხედვით“ და ანა დიბოს (რუს. А́нна Влади́мировна Дыбо́) წიგნში „ადრეული თურქების ენობრივი კონტაქტები. ლექსიკური ფონდი“ შემოღებულია ტერმინი „ცენტრალურ-აღმოსავლური ენები“ (რუს. центрально-восточные языки).

2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ, მთის ალთაის (ცენტრალურ-აღმოსავლურ) ენებზე მოლაპარაკეთა საერთო რაოდენობა 65 534 კაცია.

საბჭოთა კავშირში 1948 წლამდე მთის ალთაის ცენტრალურ-აღმოსავლური ენების იმავე ალთაი თურქულის ოფიციალური სახელწოდება იყო ოიროტული ენა.

ენათმეცნიერები განასხვავებენ მთის ალთაის იმავე ალთაური თურქულის ორ, ჩრდილოურსა და სამხრეთულ შტოს, და შესაბამისად მას ჩრდილო ალთაურსა და სამხრეთ ალთაურ შტოებსაც უწოდებენ.

შიდა კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტაური ენა მოიცავს შემდეგ სამეტყველო ვარიანტებს:

სამხრეთ ალტაურის მსგავსი ანდა მისი ახლობელი იდიომი არსებობს ჩინეთში კანასის ტბის მახლობელ მიდამოებში (ჩინეთის ალტაი). აღნიშნული სამეტყველო ვარიანტი განსაკუთრებით ახლოს დგას ტელენგიტურთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Campbell, George: Concise Compendium of the World’s Languages. 1995, ISBN 0-415-11392-X, S. 543–544