ალოფი (კუნძული)
| მშობ. სახელი: ფრანგ. Alofi | |
|---|---|
|
ალოფისა და ფუტუნას კუნძულების რუკა | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | 14°21′ ს. გ. 178°02′ დ. გ. / 14.350° ს. გ. 178.033° დ. გ. |
| ფართობი | 32 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 417 მ |
| ოლქი | ალო |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 1 (2013) |
| სიმჭიდროვე | 0,031 ად. /კმ² |
ალოფი (ფრანგ. Alofi) — კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას ნაწილი. ადმინისტრაციულად შედის ალოს ოლქში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალოფის კუნძული მდებარეობს კუნძულ ფუტუნადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში. კუნძულის ფართობი შეადგენს 32 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — კოლოფაუს მთა, ანუ ბუგენვილი (417 მეტრი).
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს კუნძულის მუდმივი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა სულ 1 ადამიანს[1], მაგრამ კოლონიამდელ დროს ალოფის კუნძული მჭიდროდ იყო დასახლებული, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა იყო დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანი. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტია — სოფელი ალოფიტაი, რომელიც მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ადრე არსებობდნენ სოფლები: სოლოგა, საავაკა, მუა. ფუტუნას კუნძულის ბევრ მოსახლეს აქვს მცირე საბაღე ნაკვეთები ალოფის კუნძულზე (ძირითადად მოჰყავთ თამბაქო).