ალმასის სასახლე
ალმასის სასახლე | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | სასახლე |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ჭონქაძის 11, თბილისი |
დასრულდა | XIX საუკუნე |
ალმასის სასახლე — ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, სპარსეთის გენერალური კონსულის საცხოვრებელი სახლი.
შენობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშენდა XIX საუკუნეში აშენდა და მაშინდელი გუდოვიჩის ქუჩაზე (ამჟამად ჭონქაძის ქ. N11). თავდაპირველად შენობა თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1889-1894 წლებში საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს მიჰყიდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში საგანგებოდ ჩამოყვანილი ირანელი ოსტატების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად შენობამ აღმოსავლური სახე მიიღო და სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოისახა. დღეისთვის, სადარბაზოსა და შენობის ერთ ოთახში უვნებლადაა შემორჩენილი ჭერის უნიკალური მორთულობა, სადაც მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "ალმასის სასახლე" - სპარსეთის გენერალური კონსულის საცხოვრებელი სახლი ჟურნალი „ლიბერალი“