ალისტერ კროული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალისტერ კროული
Aleister Crowley, wickedest man in the world.jpg
დაბ. თარიღი 12 ოქტომბერი 1875(1875-10-12)[1] [2]
დაბ. ადგილი Royal Leamington Spa
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი 1947(1947-12-01)[1] [2] (72 წელი)
გარდ. ადგილი Hastings
საქმიანობა დრამატურგი, რომანისტი, ხელოვანი, პოეტი, ავტობიოგრაფი, მწერალი, mountaineer, ასტროლოგი, chess player, founder და chess composer
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და Tonbridge School
Magnum opus The Book of the Law
მეუღლე Rose Edith Kelly

ალისტერ კროული (ედვარდ ალექსანდერ კროული) (დ. 12 ოქტომბერი, 1875 — გ. 1 დეკემბერი, 1947) — გავლენიანი ბრიტანელი ოკულტისტი, მაგი, პოეტი, მწერალი, ალპინისტი, მოჭადრაკე, კაბალისტი.

დაიბადა ლემინგტონში (უორვიკშირი, დიდი ბრიტანეთი). მისი მშობლები ედვარდი და ემილი ფუნდამენტალისტური რელიგიური სექტის „პლიმუთის ძმების“ წევრები იყვნენ. ედვარდი ფანატიკოსი მორწმუნე იყო, ამიტომ პატარა ალექსანდერი ყოველდღიურად ისმენდა ბიბლიას; მოგვიანებით, თავის წიგნში Liber ABA, წერს რომ ბიბლიის ყოველდღიურმა მოსმენამ და ტექსტის ფაქტობრივად ზეპირად ცოდნამ, საშუალება მისცა ოკულტურ ტექსტებში უკეთესად გარკვეულიყო. 1887 წელს კროულის მამა ედვარდი სიმსივნით გარდაიცვალა.

მამის გარდაცვალების შემდეგ, ედვარდი კემბრიჯში მიდის სასწავლებლად. სწავლობს ინგლისურ ფილოლოგიას, მაგრამ პირველი კურსის გავლის შემდეგ თავს ანებებს უნივერსიტეტს და იწყებს მოგზაურობას. სწორედ ამ პერიოდში, კროული იღებს ახალ სახელს "ალისტერ" და წერს პირველ ალეგორიულ პოემას „აკელდამა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

1898 წელს, კროული ხდება ჰერმეტისტული ორდენის "ოქროს განთიადის" წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC