ალისე ბრაგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალისე ბრაგა
Alice Braga
Alice Braga at the 2008 Tribeca Film Festival.JPG
ალისე ბრაგა 2008 წელს
დაბ. სახელი ალისე ბრაგა მორაეში
დაბ. ადგილი სან-პაულუ, ბრაზილია
დაბ. თარიღი 15 აპრილი, 1983 (1983-04-15) (31 წლის)
საქმიანობა მსახიობი
ფოტომოდელი
წლები 1998–დღემდე

ალისე ბრაგა მორაეში (პორტ. Alice Braga Moraes; დ. 15 აპრილი, 1983) — ბრაზილიელი მსახიობი და ფოტომოდელი. გამოჩნდა რამდენიმე ბრაზილიურ ფილმში, მათ შორის აღსანიშნავია ფილმები „ღმერთის ქალაქი“ (2002) და „ქვემო ქალაქი“ (2006). მიღებული აქვს მონაწილეობა აგრეთვე ჰოლივუდის ფილმებში: „მე ვარ ლეგენდა“ (2007), „მფატრავები“ (2010), „მტაცებლები“ (2010) და „რიტუალი“ (2011).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ალისე ბრაგა მორაეში დაიბადა ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში. გაიზარდა კათოლიკურ ოჯახში.[1] დედამისი, ანა ბრაგა და დეიდა სონია ბრაგა აგრეთვე მსახიობები არიან და ალისე მათ ხშირად თან ახლდა გადასაღებ მოედანზე.[2] კარიერა დაიწყო სასკოლო და სარეკლამო გამოსვლებით. 8 წლის ასაკში პირველად გადაიღეს იოგურტის სარეკლამო რგოლში. სასაუბრო დონეზე ფლობს ესპანურ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებს. 1998 წელს შედგა ალისე ბრაგას დებიუტი მოკლემეტრაჟიან ფილმში „ტრამპოლინი“. კინემატოგრაფში პოპულარული გახდა 2002 წლის ფილმით „ღმერთის ქალაქი“, სადაც შესრულებული როლისთვის მიენიჭა ბრაზილიის კინემატოგრაფიის მთავარი ჯილდო.

2006 წელს ბრენდონ ფრეიზერთან, მოს დეფთან და კატალინა სანდინო მორენოსთან ერთად ითამაშა ფილმში „მოგზაურობა ღამის ბოლოში“, რომლის პრემიერა შედგა ტრიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე. 2008 წელს გამოჩნდა დევიდ მამეტის ფილმში „წითელი ქამარი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1998 ტრამპოლიმი Trampolim კლაუდია
2002 ღმერთის ქალაქი Cidade de Deus ანჟელიკა
2003 ქვემო ქალაქი Lower City კარინა
2003—2003 კარანდირუ, სხვა ისტორია Carandiru, Outras Histórias ვანია
2006 ღმერთმა იცის Only God Knows დოლორესი
2006 მოგზაურობა ღამის ბოლოში Journey to the End of the Night მონიკა
2006 ჩამონადენის სურნელი Drained ოფიციანტი
2007 ირმის ნახტომი A Via Láctea ჯულია
2007 რუმიკუბი Rummikub ფილა პაულისტა
2007 მე ლეგენდა ვარ I Am Legend ანა მონტესი
2008 წითელი ქამარი Redbelt სონდა ტერი
2008 სიბრმავე Blindness ქალი შავ სათვალეებში
2009 გადასასვლელი Crossing Over მირეია სანჩესი
2010 მფატრავები Repo Men ბეთი
2010 მტაცებლები Predators ისაბელი
2011 რიტუალი The Rite ანჟელინა
2012—2012 ბრაზილიელები As Brasileiras მირტესი
2012 გზაზე On the Road ტერი
2012 ღმერთის ქალაქი: 10 წლის შემდეგ City of God – 10 Years Later საკუთარი თავი
2013 ელისეს მინდვრები Elysium ფრეი სანტიაგო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]