ალისას თავგადასავლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალისა სელეზნიოვა, ევგენი მიგუნოვის ილუსტრაცია.

ალისას თავგადასავლები (რუს. Приключения Алисы) — რუსი მწერალ კირ ბულიჩოვის წიგნების ციკლი, რომელშიც აღწერილია ალისა სელეზნიოვას სხვადასხვა თავგადასავალი. წიგნები იწერებოდა და გამოიცემოდა ათწლეულების განმავლობაში, 1965 წლიდან („გოგონა, რომელსაც არაფერი შეემთხვევა“) - 2003-მდე („ალისა და ალისია“). წიგნების ზუსტი თანმიმდევრობა, მათში მოთხრობილი მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით, უცნობია, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ცდილობდა სიების შედგენას წიგნებში ნახსენები ალისას სხვადასხვა ასაკის მიხედვით.

რომანების მოვლენები მიმდინარეობს XXI საუკუნეში. მთავარი პერსონაჟია ალისა, ბიოლოგიის პროფესორის და კოსმოზოოს ზოოპარკის დირექტორ იგორ სელეზნიოვის შვილი. ყოველ რომანში ალისა მოგზაურობს ან კოსმოსში, ან დედამიწაზე, ან წარსულში, ან მომავალში, ან ზღაპრულ სამყაროში. გადაღებულია წიგნების ნაწილის ეკრანიზაციებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ციკლი ბევრი მხატვრის მიერ არის ილუსტრირებული, უფრო მეტად ცნობილია ევგენი მიგუნოვის ნახატები.

წიგნების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ მოცემულია ალისას შესახებ დაწერილი წიგნების სერია, გამოცემის ქრონოლოგიის მიხედვით[1] ==

ეკრანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]