ალინჯის ბრძოლა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ალინჯის ბრძოლა | |||
|---|---|---|---|
| თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში ნაწილი | |||
| თარიღი | 1398 წელი | ||
| შედეგი | ქართული ჯარის გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
ალინჯის ბრძოლა – ბრძოლა საქართველოს სამეფოსა და თემურლენგის ჯარებს შორის.
1398 წელს თემურლენგი ინდოეთის დასაპყრობად გაემართა. ამით კი საქართველოს სამეფომ, Შირვანელებმა და სომხებმა ისარგებლეს, გიორგი VII-ის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ და კავკასიის სიახლოვეს მდგარი თემურის გარნიზონების განდევნა გადაწყვიტეს. ქართველებს ალი შაქისელიც შეურთდა და ალინჯის ციხისკენ დაიძრნენ. თავრიზში მყოფ თემურლენგის ვაჟს მირან-შაჰს ეს ყველაფერი მოახსენეს, რომელმაც ქართველების დასასჯელად გამოგზავნა თემურის ჯარი სეიფ-ედ-დინის მეთაურობით, ალინჯის ციხესთან თემურის ჯარმა მიუსწრო ქართველებს სადაც დიდი ბრძოლა გაიმართა. სეიდ ალი შაქისელი ბრძოლაᲨი დაიღუპა, თუმცა ქართველებმა მტერი სასტიკად დაამარცხეს. დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ი.ჯავახიშვილი., ტ.III, 1982, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ.192-193
- საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ., 2008 წ. გვ. 92–93.