შინაარსზე გადასვლა

ალიმარდან ჰუსეინოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიმარდან ჰუსეინოვი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1962
აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 1990 (27 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ალიმარდან ჰუსეინოვი (აზერ. Əlimərdan Hüseynov, სრული სახელი: Əlimərdan Abil oglu Hüseynov) — ბაქოს შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1962 წლის 14 იანვარს ბილასუვარში. 1983 წლიდან მუშაობდა ელექტროზეინკლად სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში „Azerelektroterm“. 19–20 იანვრის ღამეს ბაქოს სალიანის ყაზარმებთან იყო. ახლობლებს მომხდარის შესახებ ვრცელი ინფორმაცია არ აქვთ. ის მორგში 21 იანვარს იპოვეს. ტყვიები მკლავსა და მკერდში ჰქონდა მოხვედრილი. სახის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა ძლიერი დარტყმის კვალი. ექიმის თქმით, ის ტყვიით კი არ გარდაიცვალა, არამედ ცემისგან. დაკრძალეს ბილასუვარის რაიონის სოფელ ფიოლეტოვკის სასაფლაოზე.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]