ალეხანდრო კასონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალეხანდრო კასონა (ალეხანდრო როდრიგეს ალვარესი; ესპ. Alejandro Rodriguez Alvarez; დ. 23 მარტი, 1903, ბესულიე, ასტურია — გ. 24 სექტემბერი, 1965, მადრიდი) — ესპანელი დრამატურგი. 1931 წელს მადრიდში ჩამოაყალიბა სახალხო თეატრი. სტუდენტებისაგან შემდგარი დასით მოიარა ესპანეთის მრავალი სოფელი. 1939–1963 წლებში ემიგრაციაში იყო არგენტინაში. ალეხანდრო კასონა ძირითადად ცნობილია ლირიკული დრამებითა და კომედიებით, რომელთაგან აღსანიშნავია:

  • „კვლავ ეშმაკი“ (1935)
  • „გაზაფხულზე აკრძალულია თავის მოკვლა“ (1937)
  • „შვიდი კივილი ოკეანეში“ (1952)
  • „მესამე სიტყვა“ (1954)
  • „ოქროს დეზების კავალერი“ (1965)

კასონას პიესა „ხეები ზეზეულად კვდებიან“ (1949 წ.) იდგმებოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში (1957 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]