ალექსეი უვაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსეი უვაროვი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი (12 მარტი), 1825 ან 12 მარტი, 1825(1825-03-12)[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 29 დეკემბერი, 1884 (10 იანვარი, 1885) (59 წლის) ან 10 იანვარი, 1885(1885-01-10)[1] (59 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ანთროპოლოგი, არქეოლოგი[1] და prehistorian
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
მეუღლე პრასკოვია უვაროვა
მამა Sergey Uvarov
დედა Yekaterina Uvarova
შვილ(ებ)ი Igor Uvarov, Fyodor Uvarov და Aleksey Uvarov

ალექსი სერგეის ძე უვაროვი (რუს. Алексе́й Серге́евич Ува́ров; დ. 28 თებერვალი (12 მარტი), 1825, სანქტ-პეტერბურგი — გ. 29 დეკემბერი, 1884 (10 იანვარი, 1885), მოსკოვი) — რუსი არქეოლოგი, გრაფი, რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებისა და მოსკოვის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებელი; რუსეთის არქეოლოგიური ყრილობების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1851-1854 წლებში ხელმძღვანელობდა ვლადიმირისა და მოსკოვის გუბერნიების გორასამარხების, 1853-1854 წლებში კი ოლბიის, ქერსონესისა და სკვითური ნეაპოლისის გათხრებს. აღმოაჩინა კარაჩაროვოს პალეოლითური ნამოსახლარი და ვოლოსოვოს ნეოლითური ნამოსახლარი. გათხრების მეთოდსა და კვლევაში დილეტანტობის მიუხედავად, ა. უვაროვმა, როგორც ორგანიზატორმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთის არქეოლოგიის ისტორიაში. იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი 1881 წელს თბილისში ჩატარებული არქეოლოგიური ყრილობისა, რომელმაც თვალსაჩინო როლი შეასრულა კავკასიის არქეოლოგიის განვითარებაში. მისი ძირითადი შრომაა „რუსეთის არქეოლოგია. ქვის ხანა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]