ალექსეი ექიმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Alexey Heqimyan's bust, Tsaghkadzor 2.jpg

ალექსეი ექიმიანი (სომხ. Ալեքսեյ Հեքիմյան; რუს. Алексей Гургенович Экимян) ასევე ჰექიმიანი (დ. 10 აპრილი, 1927, ბაქო — გ. 24 აპრილი, 1982, მოსკოვი) — სომეხი-რუსი კომპოზიტორი, ავტორი მრავალი პოპულარული სიმღერის. ექიმიანი ასევე საბჭოთა მილიციის გენერალი იყო და მოსკოვის რეგიონის კრიმინალური გამოძიების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ის ითვლება ერთადერთ პოპულარულ კომპოზიტორად მსოფლიოში, რომელიც შინაგან საქმეთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა ამავე დროს. ექიმიანი დაჯილდოებულია სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტის წოდებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]