ალექსანდრე II-ის ძეგლი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე II-ის ძეგლი
Alexander II monument. Rostov-on-Don.jpg
კოორდინატები 47°13′05″N 39°42′42″E / 47.217956° ჩ. გ. 39.711733° ა. გ. / 47.217956; 39.711733
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი მიხაილ მიკეშინი
ტიპი დანგრეული
დასრულების თარიღი 1890

ალექსანდრე II-ის ძეგლი (რუს. Памятник Александру II) — ყოფილი ძეგლი დონის როსტოვში. მდებარეობდა სობორნის მოედანზე, ააგეს 1890 წელს ძეგლი ეძღვნებოდა რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე II-ს. პროექტია ავტორი იყო მოქანდაკე მიხაილ მიკეშინი. ძეგლი დაშალეს 1924 წელს[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდეა, იმისა რომ ალექსანდრე II-ის ძეგლი დაედგათ როსტოვში გაჩნდა მალევე მისი გარდაცვალების შემდეგ. გადაწყვეტილება ძეგლის დადგმის შესახებ მიიღეს 1881 წლის 15 მარტს ქალაქის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე. ძეგლის პროექტის დამტკიცებას დასჭირდა რამდენიმე წელი. ძეგლის პროექტის შემმუშავებელმა კომიტეტმა მიმართეს მქანდაკე მიხაილ მიკეშინს, რომელმაც კომისიას წარუდგინა საესკიზო ნახაზი. პროექტი მცირე ცვლილებებით დაამტკიცეს[1].

ძეგლის დასადგმელ ადგილად განიხილავდნენ ორ ვარიანტს: სობორნის მოედანი ღვთისმშობლის შობის ტაძართან და დიდი სადოვაიას ქუჩა ქალაქის პარკის შესასვლელთან. რამდენადაც იმპერატორი გამოსახული იყო მლოცველის პოზაში არჩევანი გააკეთეს სობორის მოედნის სასარგებლოდ. გარდა ამისა იმპერატორის დაბადების დღეს სწორედ ამ მოედანზე ტარდებოდა აღლუმი[1].

ძეგლის აგების ორგანიზებით დაკავებული იყო როსტოვის ქალაქის თავი ანდრეი ბაიკოვი. იგი აწარმოებდა მოაპარაკებას მოქანდაკესთან და სათავეში ედგა ფუის შეგროვების საქმიანობას (ძეგლის აგება დაჯდა 70 ათასი მანეთი). მაგრამ ბაიკოვმა ვერ იცოცხლა ძეგლის გახსნამდე და ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი შედგა 1890 წლის 17 აპრილს[1].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძეგლი დახურეს წითლად შერებილი ფანერის ყუთით, რომელსაც თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი ედგა. 1924 წლის 27 მარს ძეგლი გადმოაგდეს კვარცხლბეკიდან ტრაქტორის დახმარებით და გაუსვეს „კრასნი აკსაის“ ქარხანაში გადასადნობად[2].

გარდაქმნის შემდეგ ბევრმა როსტოველმა გამოთქვა აზრი, რომ ალექსანდრე II-ის ძეგლი უნდა დაებრუნებინათ თავის ადგილზე, მაგრამ დონის როსტოვის ადმინისტრაციის ინიციატივით 1999 წელს ამ ადგილზე დადგეს წმინდა განმანათლებლის დიმიტრი როსტოველის ძეგლი (მოქანდაკე ვ. ბელიაკოვი, არქიტექტორი ნ. გმირია).

ძეგლის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის საერთო სიმაღლე შეადგენდა 4,5 საჟენს. ბრინჯაოს ქანდაკების სიმაღლე შეადგენდა 7 არშინს. იმპერატორის ფიგურა გამოსახული იყო მთელი ტანით. მისი მანტია დაშვებული იყო კვარცხლბეკამდე. მარჯვენა ხელში ალექსანდრე II-ს ეჭირა სკიპტრა, მისი მზერა კი მიმართული იყო ზეცისაკენ. კვაცხლბეკის წინა ნაწილზე მდებარეობდა სახელმწიფო გერბი და მის ზემთ ალექსანდრე ინიციალები, რომელიც გადაჯაჭვული იყო ეკლებითა და დაფნით. . ქვემოთ მდებარეობდა მეტალის დაფა ძველსლავურ სტილში შესრულებული წარწერით

ვიკიციტატა
„იმპერატორ ალექსანდრე II-ს დონის როსტოვის მადლიერი მოსახლეობისაგან.“

ასევე წარწერილი იყო დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები

ვიკიციტატა
„17 აპრილი, 1818 - 1 მარტი, 1881“

კვარცხლბეკის უკანა მხარეზე გამოსახული იყო როსტოვის გერბი[1].

ძეგლის ავტორი იყო მოქანდაკე მ. მიკეშინი. კვარცხლბეკი დაამზადა იტალიელმა ს. ტონიტომ[1]. ძეგლის ყველა მეტალის ნაწილი (ქანდაკება, თუჯის მოაჯირი, ფანარები) დამზადებული იყო სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა ქარხნებში. ქანდაკება ცამოსხმული იყო ნ. შტანგეს ბრინჯაოს ქარხანაში, მოაჯირები და ფანრები კი ნ. სან-გალეს ქარხანაში[2].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Кукушин B. C. Разрушенные шедевры // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
  2. 2.0 2.1 Памятник Александру II в Ростове-на-Дону. voopiik-don.ru. წაკითხვის თარიღი: 2013-08-16.