ალექსანდრე ჯვარშეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჯვარშეიშვილი
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1914
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი
საქმიანობა მეცნიერი ჰიდრომექანიზაციისა და ჰიდროტრანსპორტის დარგში.

ალექსანდრე ჯვარშეიშვილი (დ. 13 აგვისტო, 1914, ახლანდ. ქ. სამტრედია) — მეცნიერი ჰიდრომექანიზაციისა და ჰიდროტრანსპორტის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1971). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1914 წლის 13 აგვისტოს. 1936 წელს დაამთვრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში (1937-1979), მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტში, სადაც 1965 წელს ჩამოაყალიბა ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროტრანსპორტისა და ჰიდრომექანიზაციის ლაბორატორია. 1979 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და წყლის ენერგიის გამოყენების კათედრის პროფესორი იყო. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საწარმოთა ჰიდრომექანიზაციის, ჰიდროტრანსპორტისა და მილსადენების ჰიდრავლიკის საკითხებს. ავტორია 25 გამოგონებისა. იყო საერთაშორისო უჟურნალის „Journal of Pipe Lines“ („მილსადენები“; აშშ) სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]