ალექსანდრე ხოლოდოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ხოლოდოვიჩი
დაბ. თარიღი 11 (24) მაისი, 1906
დაბ. ადგილი კრონშტადტი
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1977(1977-03-20) (70 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Q97315389?, Q97213462?, Q97315538? და Viktor Samuilovich Khrakovskiĭ
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ალექსანდრე ხოლოდოვიჩი (რუს. Алекса́ндр Алексе́евич Холодо́вич; დ. 11 (24) მაისი, 1906, კრონშტადტი — გ. 20 მარტი, 1977, ლენინგრადი) — საბჭოთა რუსი ლინგვისტი, კორეანისტი და იაპონოლოგი, პროფესორი, პეტერბურგის ტიპოლოგიური სკოლის დამფუძნებელი. გრამატიკის სახელმძღვანელოებისა და შრომების ავტორი კორეული და იაპონური ენების სხვადასხვა საკითხების შესახებ. მთარგმნელი-ავტორი არაერთი ლინგვისტური ნაშრომისა რუსულ ენაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1927 წელი), ასწავლიდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლურ ფაკულტეტზე, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კორეული, ჩინური, იაპონური ფილოლოგიების კათედრებს.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1949 წელი, დისერტაცია „ნარკვები იაპონური ენის აგებულების შესახებ“). 1961 წლიდან მოყოლებული იყო მის მიერვე შექმნილი ენათა სტრუქტურულ-ტიპოლოგიური შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ხოლოდოვიჩის მთავარი ნაშრომები პოსტ მორტემ შესულია გამოსულ რჩეულში სახელწოდებით „თეორიული გრამატიკის პრობლემები“ (ორიგინ. სათაური «Проблемы грамматической теории») (ლენინგრადი., 1979 წელი); იქვე წარმოდგენილია გამოჩენილი რუსი მეცნიერის შრომათა ბიბლიოგრაფია.

იხილეთ აგრეთვე:

  • Холодович, А. А.: О «Курсе общей лингвистики» Ф. де Соссюра (ფერდინანდ დე სოსიურის "ზოგადი ლინგვისტიკის კურსი"-ს შესახებ) // Ф. де Соссюр. Труды по языкознанию. მოსკოვი, 1977, გვერდი 9-29.
  • Холодович, А. А.: Фердинанд де Соссюр. Жизнь и труды (ფერდინანდ დე სოსიური. ცხოვრება და შრომები) // იქვე, გვერდი 650—671.

პუბლიკაციები კორეული ენის შესახებ:

  • Строй корейского языка. (კორეული ენის აგებულება) Л., 1938. 40 გვერდი. 500 ეგზემპლარი.
  • Очерк грамматики корейского языка. (კორეული ენის გრამატიკის ნარკვევი) მოსკოვი, ИЛИЯ. 1954. 320 გვერდი. 5000 ეგზემპლარი.
  • Корейско-русский словарь. (კორეულ-რუსული ენის ლექსიკონი) დაახლ. 60000 სიტყვა. მოსკოვი, ГИС. 1958. 396 გვერდი. 20 000 ეგზემპლარი.
  • Материалы по грамматике корейского языка XV века. (მასალები XV საუკუნის კორეული ენის გრამატიკის შესახებ) 2 გამოცემაში . მოსკოვი, 1986. 200 ეგზემპლარი. გამოცემა 1. 68 გვერდი. გამოცემა 2. 64 გვერდი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]