ალექსანდრა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ალექსანდრა“
Александра
რეჟისორი ალექსანდრ სოკუროვი
პროდიუსერი ანდრეი სიგლი
ეფუძნება ჩეჩნეთის მეორე ომს
გამოსვლის თარიღი 2007 წელი
ხანგრძლივობა 909 წუთი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული

ალექსანდრა (რუსულად: Александра, ალეკსანდრა) — 2007 წლის რუსული ფილმი ჩეჩნეთის მეორე ომის შესახებ, რომლის ავტორი და რეჟისორია ალექსანდრე სოკუროვი. იგი ნომინირებული იყო „ოქროს პალმისთვის“ 2007 წლის კანის კინოფესტივალზე.[1] ფილმა კრიტიკოსების მხრიდან პოზიტიური შეფასება მიიღო.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა ნიკოლაევნას შვილიშვილი, დენისი, რუსეთის არმიის უფროსი ლეიტენანტი (სტარშიი ლეიტენანტი) მიიწვიეს ჩეჩნეთის სამხედრო ბაზაზე. მის მოგზაურობისას ეხმარებიან ჯარისკაცები, რომლებსაც დაავალეს, რომ მისი ბადრაგი იყვნენ. მაგრამ ეს უკანონო მიწაა; ორი ახალგაზრდა ბედნიერი წვევამდელი, რომლებიც ნიკოლაევნას ჯავშანმატარებელში ეხმარებიან, თავს დაესხნენ სადგურზე გამომშვიდობების შემდეგ.

ჯარის ბანაკში მისვლისთანავე ალექსანდრა შვილიშვილის ოცეულის მიდამოში მიიყვანეს და უთხრეს, რომ დალოდებოდა. მაგრამ ის უარს ამბობს კარავში გაჩერებაზე აუტანელი სიცხის გამო. გარშემო მოხეტიალე, იგი ხვდება და ურთიერთობს ახალგაზრდა ჯარისკაცებთან ბაზაზე. თავდაპირველად ბევრი ეჭვის თავლით უყურებს, მაგრამ მალევე, მას შემდეგ, რაც იგი ღვეზელებს უზიარებს, ზოგი მასთან საუბარს იწყებს. კარავში დაბრუნების შემდეგ ის ხვდება დენისს და ეხუტება. მოგვიანებით ალექსანდრა შეხვდება შვილიშვილის მეთაურს, რომელიც მას ბაზას ათვალიერებინებს. იგი ასევე კითხულობს მისი სტუმრობის მიზეზს.

მეორე დღეს იგი გადაწყვეტს დატოვოს კანტონები და ესტუმროს ადგილობრივ ბაზარს, მიუხედავად ჯარისკაცების გაფრთხილებისა. ის დაჟინებით მოითხოვს წასვლას, ამიტომ სთხოვენ სიგარეტისა და ორცხობილის წამოღებას. ქალაქში მან აღმოაჩინა, რომ ბევრი ადგილობრივი მოსახლეობა მის მიმართ მტრულად არის განწყობილი, რადგან ის რუსია. ამასთან, იგი მალე იწყებს საუბარს ხანდაზმულ ჩეჩენ ქალთან, სახელად მალიკასთან, რომელიც განმარტავს, რომ ის იყო მასწავლებელი ომამდე. ადგილობრივი ქალბატონი განმარტავს, რომ ბრძოლების შედეგად მრავალი ახალგაზრდა გამოუსწორებლად შეიცვალა. მალიკა ალექსანდრას აწვდის სიგარეტებსა და ორცხობილებს, სანამ მას ომისგან განადგურებულ ბინაში დაპატიჟებს, სადაც ისინი ჩაის სვამენ და საუბრობენ.

ალექსანდრა მადლობას უხდის მალიკას და პირობას დებს, რომ დაბრუნდება და გადაუხდის მას საგზლისათვის. შემდეგ ადგილობრივ ბიჭს სთხოვენ, ალექსანდრა უკან წაიყვანოს რუსეთის არმიის ბანაკში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მის მიმართ აგრესიულები იყვნენ,. თანდათანობით დამოკიდებულება შეიცვალა. ის ხალხს არიგებდა, რომ ინტელექტი უფრო ძლიერია, ვიდრე ომი. ბაზაზე დაბრუნების შემდეგ ალექსანდრა სიგარეტებს და ორცხობილებს ურიგებს ჯარისკაცებს.

დენისთან შესულ ბებიას ყმაწვილი ცოლის შერთვას პირდება. მეორე დღეს ალექსანდრა გააღვიძა დენისმა, რომელიც ეუბნება, რომ ახლა უნდა დატოვოს, რადგან ის და მისი თანამებრძოლები ხუთდღიან მისიაზე მიდიან. მოხუცი ქალბატონი აგროვებს თავის ნივთებს, სანამ უკანასკნელად გაისეირნებს ბანაკში და დაემშვიდობა უკვე ნაცნობ ჯარისკაცებს. ჭიშკართან იგი დაემშვიდობა დენისს და ჯავშანმანქანაში ჩაჯდება.

შემდეგ ალექსანდრა დადის ქალაქში, სადაც ხვდება მალიკას და მის ადგილობრივ მეგობრებს. სიგარეტისა და ბისკვიტის ფულის აღებაზე უარის განცხადების შემდეგ ალექსანდრა ჯავშანმანქანამდე ფეხით ბრუნდება. ალექსანდრა მალიკას მისცემს მის მისამართს და სთხოვს ჩამოვიდეს და ეწვიოს მას რუსეთში. ალექსანდრა მატარებელში ადის და მალიაკას ხელს უქნევს. მატარებლის დაძვრის შემდეგ მალიაკა საშინელი გამომეტყველებით ბრუნდება, ალექსანდრა კი- ნაოხარ, ცარიელ მინდვრებს გადაყურებს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალინა ვიშნევსკაია, როგორც ალექსანდრა ნიკოლაევნა

ვასილი შევცოვი დენის როლში

რაისა გიჩაევა მალიკას როლში

ანდრეი ბოგდანოვი

ალექსანდრე კლადკო

ალექსეი ნეიმიშევი

რუსტამ შახგირეევი

ევგენი ტკაჩუკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Festival de Cannes: Alexandra". festival-cannes.com. Retrieved 18 December 2009.