ალექსანდრე მრევლიშვილი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე რომანის ძე მრევლიშვილი (დ. 15 აგვისტო, 1866, მცხეთა — გ. 25 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი ფერმწერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ სიღარიბემ ეს სასწავლებელი მეოთხე კლასიდან მიატოვებინა. მერე თბილისის კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. 1884-1890 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებლში, ხოლო 1898-1901 წლებში კი ევროპაში კერძოდ პარიზის ჟულიანის კერძო აკადემიაში სწავლობდა. მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი.
მისი ცნობილი ნამუშევრებია: „სოფლის კანცელარიასთან დაბალი ღობე“, „კალოზე“, „გზაჯვარედინზე“. მისი წიგნის მხატვრობა ამშვენებს იაკობ გოგებაშვილის „დედაენასა“ და „ბუნების კარს“, მაშინდელ საყმაწვილო ჟურნალებს — „ჯეჯლსა“ და „ნაკადულს“.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 12