ალექსანდრე ლაისტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე ლაისტერი
დაბ. თარიღი 4 (16) აპრილი 1884
დაბ. ადგილი ახტა, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 თებერვალი 1941(1941-02-01) (56 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი

ალექსანდრე ფილიპეს ძე ლაისტერი (დ. 17 აპრილი [ძვ. სტ. 4 აპრილი], 1884, სოფელი ახტა, ერევნის გუბერნია — გ. 1 თებერვალი, 1941, თბილისი) — რუსი გეოგრაფი, პროფესორი (1932), კავკასიის თვალსაჩინო მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, იყო საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი და კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში. 1937 წლიდან თსუ-ის ქვეყანათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. 1939–1941 წლებში ამავე კათედრის გამგე, 1913–1929 წლებში რუსეთის გეოგრაფიის საზოგადოების კავკასიის განყოფილების სწავლული მდივანი და მისი პერიოდული გამოცემების რედაქტორი, 1931–1934 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო განყოფილების სწავლული მდივანი. გრიგოლ ჩურსინთან ერთად გამოაქვეყნა „კავკასიის გეოგრაფია“ (1924), და „ამიერკავკასიის გეოგრაფია“ (1929).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]