შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ზაქარიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ზაქარიაძე
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1884(1884-02-15)[1]
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი, 1957(1957-05-12)[1] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
წოდება გენერალი
ჯილდოები წმინდა სტანისლავის ორდენი

ალექსანდრე ყარამანის ძე ზაქარიაძე (დ. 15 თებერვალი, 1884 — გ. 12 მაისი, 1957) — ქართველი სამხედრო მოღვაწე. დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის ჯილდოებით: წმ. ანას მე- 4 ხარისხის, წმ. ანას მე- 3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე- 4 ხარისხის ორდენებით, ასევე პოლონეთის უმაღლესი სამხედრო წოდებებით.

სწავლობდა ქუთაისის მე-6, შემდეგ ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1904 წელს პოდპორუჩიკის წოდებით გაიგზავნა 79 -ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა სამარის 147 -ე და ტფილისის მე-15 გრენადერთა პოლკებში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. 1907 წელს პორუჩიკის წოდება მიიღო, 1911 წელს – შტაბსკაპიტნობა. 1912 წელს და ამთავრა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით. 1913 წელს უკვე კაპიტანი გახდა. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1915 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი, კავკასიის კა ზაკთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი, შემდეგ 27 -ე საარმიო კორპუსის შტაბის დავალებათა ოფიცერი. 1917 წლის თებერვლიდან ასრულებდა ლიტველთა მე-2 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობას. 1917 წელს იყო კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი, შემდეგ ქვეითთა ბრიგადის მეთაური, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი.

1917 წლის ნოემბერში დაბრუნდა საქართველოში, გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის უფროსი. 1918 წლის დასაწყისში გახდა ქართული საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი გახდა. 1918 წელს იყო საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საერთო, შემდეგ კი ოპერატიული სექციის უფროსი. 1919 წლიდან ქართული არმიის გენერალია. 1919–1921 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შემდეგ გენშტაბის უფროსი. 1920 წლიდან რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი, თავდაცვის საბჭოს მიწვეული წევრი.

1921 წლის მარტიდან ემიგრაციაში წავიდა, ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი მსახურობდა პოლონეთის არმიაში. დაამთავრა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო სკოლა. 1923 წლიდან იყო პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი 1926 წლიდან პოლონეთის ქართული კომიტეტის წევრია. 1927 წელს გახდა დივიზიის გენერალი. მონაწილეობდა გერმანია-პოლონეთის ომში 1939 წელს, რა დროსაც ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს წევრი. გარდაიცვლა 1957 წლის 12 მაისს.

  • ბახტაძე მ.., გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის ერთი ცნობის შესახებ // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 236-249, ISBN 978-9941-13-771-6.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 31-32, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • დაუშვილი, რ. უტიაშვილი, შ. ქართველი სამხედროები ევროპისა და ამერიკის არმიებში. // საქართველო-დასავლეთი: ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან, თბ., 2012;
  • ურუშაძე ლ. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005;
  • შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტისკის ისტორია, ტ. 4, თბ., 2003;
  • М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007; Русская армия в Великой войне,

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.