ალეუტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალეუტი დედა-შვილი, 1941

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

ალეუტები (რუს. Алеу́ты) — ალიასკას შუმაგინის და ალეუტის კუნძულები მვიდრი მოსახლეობა. ძირითადად ძხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ალიასკაში და რუსეთში კამჩატკის მხარეში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „ალეუტის“ წარმომავლობა უცნობია. სავარაუდოდ, იგი მომდინარეობს ოლუტორსკის ტომიდან (ჩრ.კამჩატკა) და რუსების მიერ ალეუტის კუნძულზე მცხოვრებ ხალხს ეწოდა. ასევე სავარაუდოა , რომ იგი მომდინარეობს ჩუქჩების“სიტყვა „ალიატი“-დან რაც კუნძულს ნიშნავს.[1]

რუსებთან კონტაქტის დამყარების საწყის პერიოდში 1741 წელს, ალეუტებმა დაიკავეს ყველა ალეუტური კუნძული დასავლეთიდან ატტუს კუნძულამდე, ალასკის ნახევარკუნძულის დასავლეთის მწვერვალი და შუმაგინის კუნძული. 1700 წლების ბოლოს და 1800-ის დასაწყისში ალეუტები დასახლდნენ პრიბილოვის კუნძულებზე ბერინგის ზღვასთან. დღეს, 13 ალეუტური სოფელი შემორჩა, ძირითადად პრიბილოვის და აღმოსავლეთ ალეუტების. ბუნებრივი პირობები ალეუტების ტერიტორიაზე უნიკალურია.ნოტიო ნიადაგი, უმეტეს ადგილებზე ყინულოვანი ოკეანე, ხეები, მინდვრით და ყვავილებით დაფარული მდელოები. ზღვის სანაპირო დაცულია რიფებითა და პატარა კუნძულებით. ტემპერატურა სტაბილურად ზომიერია, თუმცა ასევე ხშირია უეცარი შტორმები, ნისლი და წვიმა. ზღვის სამყარო საკმაოდ მდიდარია,თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს მის სიღრმეს მაცხოვრებლებსთვის, რადგან როდესაც ბერინგის ზღვის ცივი წყალი და ქარი შეხვდება იაპონიის ჰავას ჰაერის ტურბულენტობა ან ნისლი ყველა სეზონს გასდევს. ცხოვრება ამგვარ პირობებში, ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით, სპეციალურ ადაპტაციას საჭიროებს. დაუდგენელია ალეუტის კულტურის გავრცელების აღმოსავლეთ საზღვრები პრეისტორიულ პერიოდში.არქეოლოგიური ფაქტებიდან გამომდინარე, მაკკარტნი (1969)ფიქრობს, რომ ალასკა პენინსულას ჩრდილოეთით არსებობდა ალეუტებისა და ესკიმოსების შერეული კულტურების ზონა და სავარაუდოდ იქ მცხოვრებნი იყვნენ ორენოვანი ადამიანები.მრავალი სტუდენტი ფიქრობს, რომ საზღვარი ევროპასთან გადიოდა პენინსულას გავლით ჩრდილოეთიდან პორტ მოლერისა და სამხრეთიდან სტეპოვაკის ყურეს შორის ვიწყო ხეობაზე. სამხრეთ პენინსულაში, წყნარი ოკეანის ესკიმოსებმა აღიარეს ფაქტი, რომ სახელწოდება ალეუტები მათ რუსებისგან მიიღეს. ეს მართლაც ასე იყო პორტ გრაჰამის და სელდოვიის პატარა დასახლებებისთვის, ისევე როგორც კოდიაკის კუნძულზე მცხოვრებთათვის და ბრისტოლის ყურის მკვიდრთათვის. ტერმინის ასეთი ფართო გამოყენებაგაურკვევლობას იწვევს არა-ანთროპოლოგებში, და ბუნდოვანია ალეუტის მოსახლეობის რეალური რაოდენობა. (pacific eskimo ) ესკიმოსები რომელთაც ურჩევნიათ რომ ალეუტები ეწოდოთ და ისინიც ვისაც შესაძლოა რამდენიმე ალეუტი წინაპარი ყოლოდათ აბევრებენ რეალური ალეუტი მოსახლეობის რიცხვს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების საცხოვრებელი ტერიტორია

ალეუტის ისტორია იწყება ადრეული რუსული წყაროებით იმ დროს, როდესაც 12000 ალეუტებმა დაიკავეს ის ტერიტორია, რომელიც მოიცავდა მთლიანად ალეუტის არქიპელაგს. (ატუს კუნძულიდან დასავლეთით უნიმაკის კუნძულებამდე აღმოსავლეთში, ასევე შუმაგინის კუნძულები, ალასკის ნახ. კუნძულის პატარა ნაწილი პორტ მოლერიდან). იმისდა მიუხედავად, რომ რაც უფრო წარსულში მივდივართ ალეუტის ისტორიის გასაგებად , მით უფრო ბუნდოვანია ის, თუმცა არქეოლოგიური მონაცემებით დაახლოებით 4000-8500 წლით თარიღდება ამ ტერიტორიაზე ალეუტელთა გამოჩენა. ისინი ამ დროიდან არსებობდნენ და გამოიმუშავეს ფუნდამეტალური კულტურული ადაპტაცია, რომელიც ძირითადად მიმართული იყო ზღვაზე და ყველა იმ საჭირო ცხოვრებისეულ ჩვევასა თუ შეგუებლობაზე, რასაც მოითხოვდა მათ მიერ ათვისებული ტერიტორია.

ალეუტის ისტორიის შესწავლა იწყება იმ დროიდან როდესაც კამჩატკის მეორე ექსპედიციის დროს(1733-1743) რუსი მკვლევარები ამერიკისკენ წავიდნენ საფოსტო ნავებით, რათა ჯერ აღმოუჩენელი ან ნაკლებად ნაცნობი ტერიტორიები გამოეკვლიათ. სწორედ ამ ექსპედიციის დროს შეხვდნენ მისი წევრები ალეუტის კუნძულებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, რის შემდეგაც სამყაროსთვის ბევრად ცნობილი გახდა ეს ადგილი და იქ მცხოვრები ადამიანები. ყველა ის ძველი ინფორმაცია რასაც ვაწყდებით ადრეულ ექსპედიციებში ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციულად და ბევრ დეტალს გვაცნობს ალეუტის კულტურაზე.[2]

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ალეუტებს თავიანთი არსებობის მაძილზე არ ჰქონიათ ურთიერთობა ესკიმოსების გარდა თითქმის არავისთან. თუმცა მათი ისტორიული მოღვაწეობის დაყოფა შეგვიძლია 4 პერიოდად. ესენია : რუსული პერიოდი (1741-1867), ადრეული ამერიკული პერიოდი (1867-1940), გადასახლება და ომის შემდგომი პერიოდი (1942-1960), მიწის მოთხოვნის პერიოდი (1960-დღემდე).[3]

1971 წელი მთლიანად ალასკის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გამოიცა აქტი, რომელიც ალასკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს საშუალებას აძლევდა ახალი შესაძლებლობები ჰქონოდათ. ყველა ეს პროგრამა, რომელიც გათვლილი იყო ამ აქტის მიხედვით ალეუტის განკარგულებაში აქცევდა გარკვეულ ადმინისტრაციულ თუ დაგეგმვით ფუნქციებს პირველად მათი არსებობის მანძილზე. ყველაზე დიდი მნიშვნელობა, ალეუტის მოხვედრას ალასკის აქტში, აქვს 1967 წელს დაარსებულ ალეუტის ლიგას, რომლის გამოც აღმასვლა დაიწყო ალეუტის კორპორაციამ და 1977 წელს კი ალუტის კუნძულების ასოციაციამ.

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტთა ეკონომიკის გამოკვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია მყარად დავისახოთ მათ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენების განვითარება. წყაროთა სიმცირის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვიმსჯელებთ მათ მდგომარეობაზე რუსეთის ექსპანსიამდე, თუმცა ესეც საკმარისია საფუძვლიანი ანალიზისათვის. ვენიამოვის ნამუშევრები შეუდარებელი წყაროა ალეუტთა სოციალური სქემის დასახასიათებლად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაშრომები დამოწმებას საჭიროებენ, მაინცაა შესაძლებელი გარკვეული სურათის ასახვა. როგორც იგი გვიმოწმებს, ალეუტები ინდიელთა განვითარების დონეზე ერთი საფეხურით მაღლა იდგნენ. ლ. ა. ფაინბერგის მონაცემებით არსებობს ფაქტები, რომ მე-18 საუკუნემდე ისინი მატრიარქატულ კლანს მიეკუთვნებოდნენ, ხოლო მე-18 საუკუნიდან იწყება პატრიარქალური ერა. ისინი ჩვეულებრივ ოჯახებად ცხოვრობდნენ და საუკეთესო შემთხვევაში უდიდესი დასახლება მათთვის სოფელი იყო. აღსანიშნავია, რომ მათ ინდივიდუალიზმი სჩვევოდათ, ამიტომაც ხშირად მარტოც კი ცხოვრობდნენ. მათი ეს თვისება რადიკალურად გამოარჩევდა სხვა ტომებისაგან. საქმიანობით მეთევზეობას მისდევდნენ, ნადირობდნენ ზღვის არსებებზე მათთვის დამახასიათებელი სპეციალური სანადირო ნავით, რომელსაც ბაიდარკას უწოდებდნენ. იგი თავისი აგებულებით სრულიად გამოხატავდა ალეუტთა ხასიათსა და კულტურას. აქაც, ამ გემით ნადირობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, რითაც კიდევ ერთხელ იკვეთება მათი ინდივიდუალიზმი. მონადირებული ნადავლი მხოლოდ მომპოვებელ მონადირეს ეკუთვნოდა და არ ხდებოდა მისი გადანაწილება ტომთა რიცხვებში, რაც ნათლად ხაზს უსვამს კერძო საკუთრების არსებობას ჯერ კიდევ იმდროინდელ პერიოდში. ნადავლის ურთიერთისთვის განაწილება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ტომი კრიზისს განიცდიდა, სხვა დანარჩენ სიტუაციებში, იქნებოდა ეს ობოლთა გამოკვება თუ სხვა რაიმე მსგავსი, მონადირე უფლებას ინარჩუნებდა მიესაკუთრებინა ნადავლი. მოგვიანებით გაჩნდა კოლექტიური ნადირობის შემთხვევებიც, სადაც მოპოვებულ საქონელს უწილობრივ ყველა მონაწილე ინაწილებდა, თუმცა ამ გადანაწილებასაც თავისი წესები ჰქონდა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ნადირობასაც მკაცრად დადგენილი ტერიტორიები ჰქონდა და ეს ხდებოდა საერთო შეთანხმებით. სწორედ გადანაწილების კონცეფციის განვითარებამ და ნადირობის პოპულარიზებამ შემოიღო მონობის ინსტიტუტიც და სულ ცოტა ხანში ალეუტთა რიგებში მონების რიცხვმაც იმატა.

ეს მოვლენაც 18-ე საუკუნემდე გრძელდებოდა. მონების რეალური დავალებაც ჩვეულებრივი სახლის სამუშაოების შესრულება, დიასახლისობა იყო და არ ითვალისწინებდა მძიმე ფიზიკურ შრომას. თუმცა, სავალალოდ გამწვავებული იყო მონებით ვაჭრობის პრობლემა, სადაც ძირითადად ობოლი ბავშვებით ვაჭრობდნენ. რაც შეეხება ოჯახების შექმნის ტრადიციას, რეალურად, ქალიშვილებს დედის მხრიდან ბიძებზე ათხოვებდნენ. შვილს ხანდახან როგორც მამის, ასევე დედის გვარიც კი ჰქონდა, რადგან მათ აღზრდაში უდიდეს როლს თამაშობდა დედის ძმა. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ალეუტებმა კეთილსინდისიერი მიზნებით გადაწყვიტეს სხვა დიდ დასახლებებთან გაერთიანება, კოჰაბიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარე ომების გარდა შიდა დაპირისპირებების გადატანაც უწევდათ, ალეუტები ყოველთვის ინარჩუნებდნენ მაღალორგანიზებული ჯარის სისტემას. მათი დასახლება ასოცირდება სიტყვა - უნანგანთან. ასე მოიხსენიებდნენ ისინი თავიანთ თავებს. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ალეუტთა ოკუპირება, ისინი იმყოფებოდნენ განვითარების პრე-კლასიდან მაღალ კლასზე გადასვლის სტადიაზე. მათი ტომი რეალური მაგალითია, იმისა, რომ ზღვის საქმიანობამ შესაძლოა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანოს ნებისმიერ დასახლებას. ალეუტთა ეკონიმიკისა და დიპლომატიის, თუნდაც ინდიელებთან საგარეო ურთიერთობების ამ დონეზე განვითარება უშუალო შედეგია ერთი და იმავეს უამრავჯერ გამეორებისა და კონკრეტულ სფეროში პროფესიონალური დონის მიღწევისა.[2]

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტლიცი - უნალაშკას ადგილობრივები თავიანთ კანოებზე

იმ დროიდან რაც ალეუტები კომანდორსკის კუნძულებზე დასახლდნენ, ისინი ჩართულები იყვნენ მონადირებული ცხოველებით ვაჭრობაში. ისინი ნადირობდნენ რათა მოეპოვებინათ ისეთი ცხოველების ძვირფასი ბეწვი, როგორებიც არიან: ზღვის წავი, პოლარული მელია და სხვა. ამ ცხოველების მოსანადირებლად დროთა განმავლობაში სხვა და სხვა მეთოდებს იყენებდნენ. თუ ადრე მათ ჰარპუნით ინადირებდნენ, მე-19 საუკუნის ბოლოდან განვითარდნენ და შემდეგ ხაფანგებს და იარაღებს იყენებდნენ. იმის გამო, რომ ძვირფასი ბეწვის ბიზნესი მეტად ეფექტური ყოფილიყო კუნძულები გაიყო სექციებად.

ალეუტში ნადირობა ძვირფასი ბეწვის გამო, ძირითადად ფინანსდებოდა სავაჭრო კომპანიების მიერ, რომელთაც საკუთარი ინტერესები გააცნდათ. მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ფული, რაც უნდა გადაეხადათ მონადირეებისთვის, გადაუხადეს მთლიანად თემს. თემმა კი შემდეგ გადაანაწილა. საინტერესოა ეს გადანაწილების სისტემაც. მონადირეს, რომელსაც 2ზე მეტი შვილი ჰყავდა ერთი მეოთხედით მეტი თანხა მიეცემოდა ყოველ ბავშვზე. ასევე ფულს უნაწილებდნენ ქვრივებს და ობლებსაც. მხოლოდ ბეწვი იყო გასაყიდად ვარგისი და სავაჭროდ გამოსადეგი, თუმცა ალეუტები ცხოველის ხორცს ჭამდნენ, ხოლო კანს ბევრი საჭირო ნივთის თუ ნავის ასაშენებლად იყენებდნენ.[4]

ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსული და ამერიკული პერიოდების ზეგავლენა ალეუტების კულტურაზე და ცხოვრების დონეზე. ეს ცვლილებები ეკონომიკაზეც აისახა. მარტივი მაგალითია ტექნოლოგიური ინოვაციისა მებადურის ბრტყელძირიანი ნავი. ეს ამერიკელების მიერ ჩამოტანილი სიახლე იყო, რომელიც გავრცელდა მთელს ალეუტში. ვინაიდან ალეუტები დიდ დროს ატარებდნენ ზღვაში რათა თევზი დაეჭირათ, მათთვის ძალიან მარტივი და ბევრად უფრო კომფორტული საშუალება აღმოჩნდა ეს ნავი. ალეუტის კუნძულები აწარმოებს ისეთ მსხვილმაშტაბიან ეკონომიკას, როგორიცაა ზღვის პროდუქტები და მათი სუბრეგიონალური გავრცელება. ეს ეკონომიკა არ არის ყველგან ერთნაირად განვითარებული. არსებობს ისეთი რეგიონებიც, სადაც არ არის ზღვის პროდუქტების ინდუსტრია საერთაშორისო დონის.

ვაჭრობა ალეუტის რეგიონში შეზღუდული იყო ისეთ ლოკალურ ნივთებამდე რაზეც მათ ხელი მიუწვდებოდათ. ეს იყო : ქარვა, სპილოს ძვალი და ობსიდიანი, ვულკანური ქანი. რუსული პერიოდის დროს ალეუტები ასევე დამოკიდებულნი გახდნენ მეტალის ხელსაწყოებზე და ასევე იმპორტირებულ საკვებზეც. უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტიც, რომ რუსული პერიოდის დადგომამდე ალუტები მხოლოდ ქვისგან, ზღვაში მობინადრე ძუძუმწოვრებისგან და ფრინველის ძვლისგან აკეთებდნენ ხელსაწყოებს.

საცხოვრებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საცხოვრებლის მიხედვით ალეუტის კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობა ორად -აღმოსავლელ და დასავლელ ალეუტებად იყოფოდა. მელიის კუნძულები, ალასკის ნახევარკუნძულის სამხერთ-დასავლეთი აღმოსავლეთ ალეუტებს ეკავათ, ამ ტეიროტიას რუსების გამოჩენის შემდეგ უნალაშკას ოლქი ეწოდა. დასავლელები უნალაშკას ოლქის დასაველთით მდებარე ალეუტის კუნძლებზე ცხოვრობნდნე და მათ რაიონს ატკა ეწოდებოდა.[2][2]

ტერიტორიეაზე რუსების გამოჩენამდე ადგილობრივები თითქმის ყველა ალეუტის კუნძლზე სახლობდნენ, სადაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყო. მათი დასახლებები ძირითადად ბერინგის ზღვის სანაპირს გასდევდა, სადაც თევზი, ზღვის ძუძუმწოვრები და ხე-ტყე უხვად იყო.

ალეუტების სოფლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ალეუტების სოფლები განლაგებული იყო ზღვის სანაპიროებზე, ძირითადად ორ ხეობას შორის მიწაზე და არა ზღვის თავზე ამაღლებულ ადგილას. ამგვარად, ადვილი იყო მათი ნავების გადატანა ზღვის ერთი მხარიდან მეორეზე ისე რომ ადვილად მიდგომოდნენ მტერს.ასევე, ჩვეულებრივ, სოფელი იყო ვიწყო ყელში ან ქვიშიან მეჩეჩებზე. აუცილებელი პირობა იყო წყალთან მარტივი ხელმისაწვდომობა, ახლო-მახლო უნდა ყოფილიყო ნაკადული, ჩანჩქერი ან ტბა. ალეუტები არასდროს სახლდებოდნენ მდინარის ნაპირებთან , ვინაიდან ტოპოგრაფიული თვალსაზრისით მარტივი იყო ამ ტერიტორიაზე მოულოდნელი თავდასხმა. ალეუტების მიწის ქვეშა დასახლებები ძირითადად ხაფანგს წარმოადგენდა, თუ თავდასხმა მოხდებოდა მაშინ როდესაც ადგილობრივები შიგნით იქნებოდნენ, მათ ცოცხლად გამოღწევა შეეძლოთ მხოლოდ სახურავის პატარა ხვრელით. ამიტომაც სოფლებს გაშლილ ადგილებზე აშენებდნენ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ზღვაზე დაკვირვება და მეთვალყურეობა. თითქმის ყველა სოფლის სიახლოვეს იყო ობსერვატორია ბორცვზე, სადაც გამუდმებით იდგა მეთვალყურე. მონადირეები აკვირდებოდნენ ზღვის ძუძუმწოვრების გამოჩენას, ხოლო მოსახლეობა კი მონადირეების დაბრუნებას ელოდებოდნენ, რომლებსაც სიმღერით და ცეკვით ეგებებოდნენ.[5]

სახლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების მიწისქვეშა ზამთრის სახლი

ალეუტების საცხოვრებელს იურტას უწოდებენ, რაც თურქული წამომავლობის სიტყვაა და ზოგადად ტყავისგან შექმნილ კარავს მიემართება. დასავლეთ ალეუტების დასახლებები ინდივიდალური საცხოვრებლებისგან შედგებოდა, სადაც ერთი პატარა ოჯახი ცხოვრობდა. თმცა ჰქონდათ სათემო იურტების, სადაც თემის უფროსი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ ალეუტები ერთ ან ორ დიდ სათემო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ და მასში მრავალი ნუკლეარული ოჯახი შედიოდა.

დასავლეთ და აღმოსავლეთ ალეუტების საცხოვრებელი ერთმანეთისგან აგებულებით არ განსხვავედებოდა. ალეუტების სახლი მიწისქვეშა იყო, მისი კედლები ვენიამინოვის ცნობებით, 20-60 მეტრამდე ჩადიოდა მიწაში. იურტას წაგრძელებული ოთკუთხედი ფორმა ჰქონდა და კოონსტრუქცია მიწაში მყარად ჩარჭობილ ნაძვის, ლარიქსის ან ვერხვისგან იყო დამზადებული. შემდეგ ზემდან კენჭებს, ბალახსა და ბოლოს მიწას აყრიდნენ. ამ სახურავში კიბე იყო ჩადგმული, რომელიც საცხოვრებელში შესასვლელს წარმოადგენდა. ასეთ ურტებში საშუალოდ 50-150 ადამიანს იტევდა.[6]

რუსების გამოჩენის შემდეგ, ალეუტების სახლმა ფორმა შეიცვალა. ის ნახევრად მიწისქვეშა გახდა და მიწით იფარებოდა, თუმცა კედელში კარი დაემატა. მოგვიანევით ძირს გრძელი ფიცრებისგან იატაკის გაკეთებდა დაიწყეს. დროთა განმავლობაში კი მათ საცხოვრებლებში ჩდნებოდა ფანჯარა, ღუმელი და მეტალის საკვამური.[1]

სოციალური კლასები, ნათესაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დასახლებებში მოსახლეობა სამ ძირითად ფენად იყოფოდა: კეთილშბილნი, ჩვეულებრივი ხალხი და მონები. კეთილშობილების წარმომავლობაზე ორი მოსაზრება არსებობს. ვენიამინოვის ცნობებით, ისინი თემის უფროსი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ, მეორე აზრის მხიედვით კი, კარგი ლიდერებისა და მონადირეების შთამომავლობასაც შეეძლო ამ კლასში შესულიყო.

ასევე არ არსებობს ერთ შეხედულება იმაზე, თუ როგორ გადადიოდა სისხლით ნათესაობა, ანუ მატრილინური იყო საზოგადოება თუ პატრინილური. მკვლევრები უფრო მატრნილინურისკენ იხრებიან და ამ დასკვნას „ავნუკულურ“[7] ურთიერთობებზე დაკვირვებით აკეთებენ. „ყველა ნათესავიდან, დედის ძმას და მხოლოდ მის შემდეგ მამის ძმებს ჰქონდათ კონტროლი დისშვილებსა და ძმისშვილებზე. წარსულში ისინი იყვნენ ბავშვების მასწავლებლები და, შესაბამისად, ბიძები ყველაზე მნიშვნელოვან ნათესავებად მიიჩნეოდნენ, განსაკუთრებით დედის მხრიდან, რომლებიც უფრო პატივსაცემი იყვნენ, ვიდრე მამის ძმები.“[5][5]

მკლვევართა ჩანაწერებში ასევე საუბარია კიდევ ერთ სოციალურ ჯგუფზე - „კოდიაკებზე“, რომლებიც საიდუმლო საზოგადოებას წარმოადგენდნენ და შამანების მსგავს საქმიანობას ეწეოდნენ. ეს საზოგადოება საშუალო ფენის მონადირეებისგან იქმნებოდა. ისინი ბავშვებს ასწავლიდნენ სხვადასხვა ცეკვებს, განაგებდნენ საჯარო გართობასა და რელიგიურ ცერემონიებს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაქტების გადამოწმების გარეშე, მწერლები წლების განმავლობაში გამუდმებით იმეორებდნენ, რომ აბორიგენი ალეუტების მოსახლეობის რიცხვი 16 000-დან 20 000-მდე იყო. ლანტისმა (1970) მრავალი წყაროს მიმოხილვის შემდეგ, გაიზიარა ყველაზე აკურატული და მცოდნე დამკვირვებლის ივან ვემიამინოვის მოსაზრება, რომ მოსახელობის რიცხვი 12 000-დან 15 000-მდე მერყეობდა. თუმცა, მოსახლეობის ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგან ადრინდელი ბეწვზე მონადირეები და მკვლევრები იწერდნენ მხოლოდ ოჯახის თავებს (მამაკაცებს) ან ზრდასრულ მამაკაც მონადირეებს, ვალის გადამხდელებს ან სოფლების რაოდენობას მათი სიდიდის მიხედვით. ასევე, ისინი ხშირად არ გამოყოფდნენ ზაფხულის და ზამთრის სოფლებს. იმ დროისთვის როდესაც რეალური თვლები მიმდინარეობდა მოსახლეობა 80-90 %-ით შემცირდა. რუსეთის მბრძანებლობის დროს პირველ ორ თაობაში, ხალხი იხოცებოდა დაავადებებისგან, წინააღმდეგობის გაწევისთვის დასჯით, საკვების უკმარისობით, თვითმკვლელობით, ძუძუმწოვრებზე ნადირობისას, რაც ავალდებულებდა მამაკაცებს საცხოვრებელი ტერიტორიებისგან მოშორებით წასვლას.რაც უფრო შორს უწევდათ მამაკაცებს წასვლა, მოსახელობის კლება გრძელდებოდა, თუმცა 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში ამ ფაქტორებით გამოწვეული კლება ნელ-ნელა იწურებოდა. ვინაიდან არსებობდა დამაბალანსებელი ფაქტორებიც: კუნძულებს შორისი ომის დასრულება, ზრუნვა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც რუსებისთვის მუშაობდნენ, მღვდლების მიერ მფარველობა, განსაკუთრებული ყურადღება კრეოლების მიერ (რუსი-ადგილობრივების შთამომავლები) რომელთა უმრავლესობაც კუნძლზე რჩებოდა. 1830-იან წლებში ჩუტყვავილა მოედო თითქმის მთლიან ალასკას. ალეუტამდე კი 1838-39 წლებში მიაღწია. ვაქცინაციის ინსტიტუტის არსებობის გამო , არ იყო იმდენად დიდი დანაკარგი როგორც სამხრეთ ალასკაზე. 1845 წელს კოდიაკის ოლქის პოპულაციას შეადგენდა: 69 რუსი, 472 კრეოლი და 3440 ადგილობრივი, რომელთაგანაც ნახევარი ალეუტად იყო მიჩნეული. ხალხის მიერ არსდებოდა თემები, რომელსაც ზოგჯერ მიატოვებდნენ ან თუნდაც გადაიტანდნენ ერთი ლოკაციიდან მეორეზე, რაც ართულებდა მათი ოლქების რაოდენობის თვლას 19-ე საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ზოგოერთი ჯგუფი მხოლოდ კუნძულის ერთი მხარიდან მეორეზე გადასახლდებოდა ან პერიფერიული დასახლებები ერთ სოფლად ყალიბდებოდა , თუმცა ამასთანავე იყო დიდი მანძილის მომცველი გადასახლებებიც. რუსული პერიოდის განმავლობაში. დღესდღეობით, ძველი თემების გადაადგილების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი . თუმცა დაფიქსირებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაადგილებების თარიღებიც. 1826 წელს ამილიას კუნძულის მოსახელობა ატკაზე გადასახლდა. შემდეგ 1838 წელს ფოქსები გამოჩნდნენ, რომლებიც დასახლდენენ ამილიას კუნძულზე და ააყვავეს ის. ალასკის სამხრეთით ბელკოვსკი დასახლდა სანაკების მიერ.[1]

ენათმეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნანგასი ( unangax) ესკიმო-ალეუტების ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტოა.მისი გავრცელების არეალი მოიცავს ალეუტიის კუნძულებს , პრიბილოვის კუნძულებს და სტეპოვაკის ყურის დასავლეთ ალასკის პენინსულას. უნანგასი ცალკეული ენაა , რომელიც ატკას კუნძულზე დასავლურ და აღმოსავლურ დიალექტებადაა დაყოფილი. უნანგასის ტერიტორიის 2,200-იანი მოსახლეობიდან 100 ადამიანზე ნაკლები ლაპარაკობს ამ ენაზე. ამ ენას უწინ „ალეუტი“ ეწოდებოდა, ეს იყო ზოგადი ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ რუსი მკვლევრები და ბეწვზე მონადირეები ალეუტის კუნძულზე მცხოვრებ ადგილობრივ ალასკელებთან მიმართებაში. თავად ტერმინი უნანგასი ნიშნავს „ადამიანს“ და სავარაუდოდ მომდინარეობს სიტყვის ფუძე „უნა“-სგან , რაც ზღვის ნაპირს აღნიშნავს. მრავლობითი ფორმა „ხალხი“ დასავლურ დიალექტზე წარმოითქმება როგორც „უნანგასი“, ხოლო აღმოსავლურ დიალექტზე კი „უნანგანი“ და ხშირად სწორედ ამ ტერმინებით მოიხსენიებენ თავად ენას. თანდაყოლილი , ბუნებრივი სახელი ამ ენის არის „უნანგამ ტუნუუ“. უნანგასი ენათესავება იუპიკურ და ინუიტურ ენებს, თუმცა მათგან განასხვავებს ნაკლებად კომპლექური მორფოლოგია, ასევე შესამჩნევად მოკლე სიტყვები ვიდრე იუპიკურ და ინუიტურ ენებს ახასიათებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უნანგასის ლექსიკა რუსული ენის დიდ გავლენას განიცდის და სავსეა ნასესხები სიტყვებით. მაგალითისთვის სიტყვა „ვაშლი“ ალეუტის ენაზე არის „იავლუკა“ , რაც ჟრერადობით ძალიან გავს ამ სიტყვის აღმნიშვნელ რუსულ ტერმინ „იაბლაკას".[8] ივან ვენიამინოვი იყო საუკეთესო რუსი ლინგვისტი, რომელიც 1824 წლიდან მოყოლებული მუშაობდა ალეუტის მცოდნეებთან , რათა განევითარებინა დამწერლობის სისტემა და ეთარგმნა რელიგიური და საგანმანათლებო მასალა მშობლიურ ენაზე. ალასკის ადგილობრივი ენები არსებობდა და გამოიყენებოდა ათი ათასობით წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში ეს ენები იცვლებოდა და ექცეოდა სხვადასხვა არა-ადგილობრივი მოლაპარაკეების ზეგავლენის ქვეშ. რუსული და ამერიკული ოკუპაციის პერიოდში მრავალმა უძველესმა ენამ დაკნინება განიცადა და დღესდღეობით ამ ენების უმეტესობა საფრთხის ქვეშაა ან საერთოდ განადგურებულია. რუსებთან კონტაქტის დამყარებამდე ,ალასკის ადგილობრივი ენები იყო ვაჭრობისა და დიპლომატიის ენა სხვა ხალხებთან. მრავლად იყვნენ ბილინგუალი და მრავალენოვანი ადამიანები. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში უნანგასზე მოლაპარაკე ადამიანები იმსხვერპლა ევროპიდან გავრცელებულმა დაავადებებმა და ასევე მონობამ რუსების გამოჩენის შემდეგ პერიოდში. ამ დროის განმავლობაში მრავალი რუსი მამაკაცი ცოლად ირთავდა უნანგას ქალს, ეს კი უფრო ზრდიდა ორენოვან ადამიანთა რიცხვს. ბოლო წლების განმავლობაში, ალასკის ადგილობრივმა ენებმა აღიარება მოიპოვა, თუმცა ამ ენების სიცოხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება. 2014 წელს, საკანონმდებლო ხელისუფლემა ბრძანება გასცა ალასკის ადგილობრივ ენებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ალასკის ოცი მკვიდრი ენა ოფიციალურ ენებად გამოცხადდა ინგლისური ენის გვერდით. გაერთიანებები ალასკის ირგვლივ ძალისხმევას არ იშურებენ რომ კვლავ აღადგინონ თავიანთი ენა. იქმნება პროგრამები და პოლისები რომლებიც ეხმარებათ ენების პირვანდელი სახის აღდგენაში.[9]

ალეუტების ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალათი თავსახურით, ალეუტი, მე-20 საუკუნის დასაწყისი, ბრუკლინის მუზეუმი

როგორც ბერინგის რეგიონში მცხოვრები ესკომოსები, ალეუტები ზღვის ძუძუმწოვრების საყლაპავს, შარდის ბუშტსა და სხეულის სხვა ნაწილეს ათეთრებდდნენ შემდეგი გზით: ყინვაში კიდებდნენ და შემდეგ იყენებდნენ მათ დეკორატიული ჩარჩოების, პატარა ჩანთების და სხვა აქსესუარების გასაკეთებლად. რადგანაც არ ჰქონდათ იმდენი სპილოს ძვალი, რამდენიც ხმელეთის ესკომოსებს და იმდენი შეშა, რამდენიც მდინარის ნაპირზე მცხოვრებ ხალხებს, ალეუტების ცოდნა ხელოვნების შესახებ მეტად შეზღუდული იყო. დიზაინები უმეტესად უბრალო შტრიხები, ზიგზაგები, წრეები და სხვა გეომეტრიული ფორმები, ასევე ადამიანებისა და ცხოველების უფორმო სილუეტები იყო. ფრინველებისა და ზოგიერთი ზღვის წავის ფიგურები მეტად დეტალურად იყო გამოსახული. ნიღბები, რომლებიც ადამიანების სახეებს გამოხატავდა, რეალისტური იყო. აკეთებდნენ უბრალო ხის ჯამებისა და ქვისგან გამოთლილ სანათებს. მშვილდის სატყორცნები, ნიჩბები და სხვა ნადირობისას გამოსაყენებელი იარაღები შავად და წითლად იყო შეღებილი.

იარაღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების კულტურაში სანადირო და საბრძოლო იარაღების დიდი ვარიაცია არსებობდა. გრძელ იარაღებს ჰქონდა მსხვილი და პატარა კბილანების ბევრნაირი კომბინაცია. კბილანებს შორის დაშორების რამდენიმე ვარიაცია არსებობდა. ზღვის ძუძუმწოვრებზე სანადიროდ არსებობდა ჰარპუნები და შუბები, თუმცა, გარდა ამისა, ფრინველებზე სანადიროდ იყენებდნენ მოკლე სატყორცნ შუბებს, ხოლო თევზებისთვის - შუბებს, ისრებსა და რთული კონსტრუქციის მქონე ანკესებს. მშვილდი კაიაკში არ გამოიყენებოდა, რადგან სატყორცნად მონადირეს ორივე ხელი სჭირდებოდა. მშვილდ-ისარი თითქმის მხოლოდ საბრძოლველად გამოიყენებოდა. ალეუტები მას ასევე იყენებდნენ ალასკის ნახევარკუნძულზე კარიბუებისა და სხვა მსხვილი საქონელის მოსანადირებლად.[1]

დრეული პერიოდის ხელოვნების სტილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტის კულტურის ადრეული პერიოდის ხელოვნება ორი სტილითაა გამოხატული. პირველი სტილი შედგება მარტივი და ხაზოვანი დიზაინებისგან. დიზანის შესრულება ძალიან ბუნებივია. ამ პერიოდის ხელოვნებას ახასიათებს გრძივი კომპოზიციები, რომლებიც გაფორმებული დეტალების ცარიელი ნაწილების ათვისებას მოიცავს. დიზაინები ძირითადად შედგება ხაზების რამდენიმე ვარიაციისგან, ზიგზაგებისა თუ იქსებისგან. აღსანიშნავია, რომ ამ სტილს არ აქვსალასკაზე მცხოვრებისხვა საოზგადოებებისა თუ პერიოდისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ის თვითმყოფადი და გამორჩეულია. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ხელოვნების მეორე სტილი ხასიათდება სიმარტივითა და სიზუსტით. კომპოზიცია ძირითადადხაზს უსვამს ნივთების გაფორმებულ ჩარჩოებს. დიზაინის ელემენტები არის ფარგლის მსგავსი ხელსაწყოთი დახატული დიდი წერტილები, წრეები და რკალები, წერტილების მჭიდრო მიჯრები... გვხვდება ასევე სპილოს ძვლისაგან გაკეთებული ორნამენტები, ძირითადად ცილინდრის ფორმის. როგორც ჩანს, ელემენტები მეტალის იარაღებით ამოუტვიფრავთ სპილოს ძვალზე. ამ იარაღთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა ყოფილიყო იმის მსგავსი, რასაც დღესაც ვიყენებთ თანამედროვე მხატვრობაში.[10]

შუა პერიოდის ხელოვნების სტილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტის კულტუის შუა პერიოდის ხელოვნება რამდენიმე განსხვავებული სტილით გამოიხატება. ერთ-ერთი მათგანი მოიცავს ფორმალურ, წაგრძელებულ კონსტრუქციას, რომელიც გაფორმებული ობიექტის შუაშია განთავსებული. სხვა ნიუანსები, რომლებიც შუა პერიოდს ახასიათებს, არის ზიგზაგები, სპირალები, მართკუთხა შტრიხები, სამ-სამი ხაზისგან შემდგარი ჯგუფები. ამ პერიოდის შუბებისა და ჰარპუნების ტარების ბოლო ნაწილში ამოტვიფრულია სახეები. ამ სახეთაგან ორს ჩასმული აქვს თვალები. სახეში ამოჭრილია ნახვრეტები, სადაც ბრილიანტებია ჩასმული. ერთ-ერთ სახეს მრგვალი ღრმა თვალები აქვს, სადაც ადრე ძვირფასი ქვა უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე სახეს ზოლის ტიპის თვალები აქვს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვნების ტიპი და/ან მეთოდი დაკავშირებულია ერთმანეთთან და თითქოს ერთ მთლიან კომპლექსს კრავს. მეტიც, შუა პერიოდის ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ძველი ბერინგის ზღვის რეგიონში მცხოვრები ხალხების სტილს ჰყავს.[10]

გვიანდელი პერიოდის ხელოვნების სტილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანდელი პერიოდის ხელოვნება რამდენიმე დიზაინითა და მთელი რიგი გამოსახულებებითაა წარმოდგენილი. მათ შორის გავრცელებული არის პატარა წერტილი და წრე ან კონცენტრული წრეები. ხაზოვანი გამოსახულებები მოიცავს ცენტრის გარეთა, პარალელურ ხაზებს ჯგუფებად და ხაზებს, რომლებიც წერტილების მიჯრას ერტყმის გარს. გამოსახულებები და დიზაინები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ძველი პერიოდის ისტორიული ხელოვნება შენარჩუნდა, ცნობილია, როგორც ეთნოლოგიური ნიმუშები.[10]

ალეუტების კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების მაგალითზე ვხედავთ, რისი მიღწევა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ ესკიმოსების კულტურა და ცხოვრობენ სათევზაო და სანადირო ტერიტორიების სიმდიდრესა და სოციალური დიფერენციაციის პირობებში.

მთიანი ტერიტორია და სხვა ბუნებრივი გარემო-ფაქტორები ზოგიერთ კომპლექსს, როგორიცაა კერამიკა და ტრანსპორტისთვის ძაღლების მარხილში შებმა, გამოუსადეგარსა ან ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა. ალეუტების ზოგიერთი კომპლექსი განსხვავდებოდა ესკიმოსებისგან. მაგალითად, გარდაცვლილთან მოპყრობა, ვეშაპებზე ნადირობის და კერამიკაზე მუშაობის ტექნოლოგია. თუმცა, ზოგი რამ აზიელი ესკიმოსების მსგავსი ჰქონდათ: საფასური, რომლითაც ნეფე პატარძალს „ყიდულობდა“, განსხვავება უფროს და უმცროს დედმამიშვილებს შორის, სუიციდის დადებითი აღქმა და და სხვა უამრავი ტექნოლოგიური დეტალი.[11]

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადიმი, საზოგადოებრივი თავშეყრა, შეზღუდული ცერემონიები და ბიზნეს შეხვედრები იმართებოდა მამაკაცთა დარბაზში, რომელსაც კაშიმი ერქვა. კაშიმი არ წარმოადგენდა მამაკაცთა საერთო საცხოვრებელს, როგორც ეს სამხრეთ ბერინგის ზღვის რეგიონში იყო. ასეთი დარბაზი ყველა სოფელში არ იყო. კაშიმი იგებოდა მდიდარი ლიდერის მიერ და შესაძლებელი იყო მისი გაქირავება ინდივიდუალურად ისეთი დღესასწაულების მოსაწყობად, როგორიც, მაგალითად, ქორწილია, მაგრამ ძირითადად ზამთრის ცერემონიებისთვის გმოიყენებოდა. დიდი რაოდენობით წვეულებები, რიტუალები, ნადიმები და მასკარადები ზამთრის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით გრძელდებოდა მანამ, სანამ საკვების მარაგი არ გამოილეოდა. წვეულებები წელიწადის სხვა დროებშიც იმართებოდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. რა ითვლებოდა განსაკუთრებულ შემთხვევად, ცნობილი არაა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ წვეულების საბაბი უნდა ყოფილიყო მკვდრის ან ახალი ლიდერის საპატივსაცემოდ გამართული ნადიმი, ცხოველების რაოდენობის ზრდის აღსანიშნავი წვეულება, საჩუქრების გადასაცემი ნადიმი, ვეშაპის შეპყრობისადმი მიძღვნილი ცერემონიალი, ომის დასაგეგმი წვეულება და სხვა.[11]

რელიგია და შამანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შამანები ანუ ექიმბაშები ცნობილნი იყვნენ, როგორც ბრძენი და განმკურნებელი კაცები. შამანიზმს ხშირად მიმართავდნენ მაშინ, როდესაც სურდათ, გაეგოთ, რამდენად წარმატებული იქნებოდა მათი რაიმე გადაწყვეტილება და რა იქნებოდა ამისთვის შესაფერისი დრო. ასევე, მათ სინოპტიკოსების დატვირთვაც ჰქონდათ. მათ მიმართავდნენ იმისთვის, რომ ეწინასწარმეტყველათ ამინდი; შეემოწმებინათ შორს მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაავადებულნი კი განეკურნათ. ზებუნებრივ ძალებთანთან კავშირი მყარდებოდა როგორც ტრანსის, ისევე ნიღბებისა და თოჯინების საშუალებით. შამანი ძირითადად არ იყენებდა სპეციალურ კოსტუმს, მაგრამ სახეს იხატავდა და თავზე ბუმბულებს იკეთებდა, ხოლო ზოგიერთი შამანი რიტუალებს სრულიად შიშველი ასრულებდა. ტრანსვესტიტი შამანები ქალების ტანსაცმელს იცვამდნენ. ქალებსაც შეეძლოთ, ყოფილიყვნენ შამანები. ადამიანების განკურნება ძირითადად ხდებოდა არა შამანების, არამედ მკურნალების მიერ, რომლებიც ქალები იყვნენ. ეს უკანასკნელნი სისხლის გამოშვების ტექნიკას მიმართავდნენ, რაც გულისხმობდა სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაჩხვლეტას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი აკუპუნქტურასაც მიმართავდნენ. მათთვის ასევე ცნობილი იყო რამდენიმე მცენარეული წამალი და იცნობდნენ გამოდევნის მეთოდს: შეეძლოთ ჭრილობიდან შხამის ამოწოვა და ასე შემდეგ.

რელიგიური რიტუალების ჩატარება, აუცილებელი ცოდნის ჩაწერა და ზოგიერთი წყაროს თანახმად, ლექსების წერაც კი, ევალებოდად ბრძენ კაცებს, რომლებსაც შემდგომ პერიოდში მღვდლები დაერქვათ.

ალეუტებს ჰყავდათ ღვთაება ტამსუა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „ცის სული“. ის წარმოადგენდა უმაღლეს ღვთაებასა და სამყაროს ერთ-ერთ მფლობელს. წყნარი ოკეანის ესკიმოსების სამყაროში არსებობდა სულების კლასები და ისეთი არსებები, როგორებიც იყვნენ გიგანტები, შამანის ბოროტი დამხმარეები წაწვეტებული თავებით და კეთილი ლილიპუტები. ინდივიდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა ამულეტებს და ისეთი ქცევების განხორციელებას, რომელიც ადამიანს იღბალს მოუტანდა და დაეხმარებოდა სასურველი შედეგის მიღწევაში.[11]

სასიცოცხლო ციკლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების ინიცირება ხდებოდა შეთანხმებით დაქორწინების სურვილის მქონე ნეფე-დედოფალსა და მათ მშობლებს შორის ძვირფასი საჩუქრების გაცვლით. შეთანხმება სრულდებოდა, როდესაც მამაკაცი გადასცემდა თავის საჩუქარს და დაბინავდებოდა ცოლთან ერთად. ნეფე-დედოფალი საჩუქრებს ცვლიდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მამაკაცი ქალს ყიდულობდა. ქალებს მაღალი სტატუსი გააჩნდათ იმის მიუხედავად, რომ საჯარო გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ იღებდნენ. ალეუტების საზოგადოებაში მიღებული იყო პოლიანდრია. ქალს ჰქონდა უფლება, ყოლოდა ორი ქმარი, რომელთაგან ერთ-ერთი შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ცოლ-ქმარს შეეძლოთ გაყრა და ახლიდან დაქორწინება.

მშობიარობა ხდებოდა სახლთან ახლოს პატარა დროებით საცხოვრებელში, სადაც დედა 4-5 დღის განმავლოობაში რჩებოდა. ქალებს და გოგონებს ასევე უწევდათ ამ საცხოვრებლებში დარჩენა და ძილი 10 დღის განმავლობაში მენსტრუაციის დროს და ასევე მათი შვილის გარდაცვალების შემთხვევაში. განმარტოების შემდეგ დედასა და ბავშვს ათავსებდნენ აბაზანაში და იწყებდნენ ტუჩებისა და ცხვირის გახვრეტას. ბავშვის აღსაზრდელად იყენებდნენ აკვნებს, რათა ბავშვს ფართე და ბრტყელი თავი ჰქონოდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს და შესაძლოა, ბავშვის თავის ქალის ფორმის შეცვლა დაუგეგმავი შედეგი ყოფილიყო ალეუტებისთვის.

ბავშვებს ძუძუთი კვებავდნენ 3 წლამდე, ზოგჯერ უფრო დიდხანსაც. მათ ასწავლიდნენ სტოიციზმს, ასწავლიდნენ, რომ არ უნდა ეტირათ. სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო მათი ცივ წყალში ჩაწვენა. ბავშვების დისციპლინას ამყარებდნენ შეგონებით და საჭიროების შემთხვევაში დაცინვით და აბუჩად აგდებითაც კი. 6 წლის გოგონები იწყებდნენ ისეთ სასარგებლო საქმიანობას, როგორიცაა ხალიჩების ქსოვა, ბიჭებს კი შუბების ტყორცნას ასწავლიდნენ, მიჰყავდათ სათევზაო ბანაკებში და ამზადებდნენ ზრდასრულებისთვის განკუთვნილი აქტივობებისთვის. 12 წლიდან ბიჭები ზრდასრულების, ძირითადად ბიძის ზედამხედველების ქვეშ იყვნენ. 16 წლიდან ისინი უკვე დადიოდნენ სანადიროდ თავიანთი კაიაკებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები ბიძებთან ცხოვრობდნენ, თუმცა ავუნკულიატი არ იყო ოფიციალური ინსტიტუტი. გოგოს ნიკაპზე ტატუს გაკეთება ნიშნავდა, რომ მან მიაღწია გარდატეხის ასაკს. როდესაც მშობლებს სხვა სქესის შვილის ყოლა უნდოდათ, ბავშვს გარეგნობას უცვლიდნენ. მაგალითად, თუკი ოჯახში გოგონა გაჩნდებოდა, ისე ზრდიდნენ, როგორც ბიჭს. თუმცა, უმრავლეს შემთხვაში პირიქით ხდებოდა. მამაკაც ტრანსვესტიტებს ნიკაპზე ტატუთი საკმაოდ დიდი როლი ეჭირათ ალეუტების საზოგადოებაში.

სიკვდილი ალეუტებისთვის არ ნიშნავდა საბოლოო განშორებას და ურთიერთობების დასასრულს, რადგანაც მკვდრებს სახლის სპეციალურ ოთახებში ინახავდნენ, ხოლო თუკი ადამიანი მდიდარი იყო, მკვდარს სპეციალურ ადგილს გამოუყოფდნენ, სადაც მუმიის სახით ათავსებდნენ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა მისი დატირება, რომლის დროსაც მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებს ხშირად მონები ახლდათ თან. გარდაცვლილის ახლო ნათესავები იჭრიდნენ ან იტრუსავდნენ თმას, სახეს შავად იხატავდნენ და მარტოობაში გლოვობდნენ მკვდარს. შესაძლებელია, რომ საფლავზე უმღეროდნენ სიმღერებს და მიჰქონდათ საკვები და წყალი სიკვდილიდან 40 დღის განმავლობაში ან მანამ, სანამ ზამთარში გადაცვლილების დღესასწაულზე მას პატივს არ მიაგებდნენ.[11]

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების სამოსი მჭიდრო კავშირშია მათ საცხვრებელ გარემოსთან. ტანსაცმლის მასალა, ფორმა, რაოდენობა შეაბამისობაში მოდის ცივ კლიმატთან, მათ საქმიანობასთან, ეკონომიკასა და ვაჭრობასთან. მათთვის სამომსს ძირითადად პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, თუმცა გვხვდება საზეიმო სამოსიც, მინიმალისტურად, თუმცა ლამაზად მორთული. ალეუტების ჩაცმულობა არ განსხვავდებოდა ადგილისა და სოციალური ჯგუფის მიხედვით. მათი სამოსი ძირითადი ნიშნებით გავს ესკიმოსებისას, რაც მათ საერთო წამომავლობასა და ტრადიციებზე მიუთითებს. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შექმნა ქალის საქიანობა იყო, რომელსაც ძირითადად ვახშმის შემდეგ, სანათის შუქზე ასრულებდნენ.

ცულნისკარტას ტყავისგან შექმნილი ტრადიციული პარკა. კულტურათა მუზეუმი, ჰელსინკი

ალეუტებს არ გააჩნდათ ტანსაცმელი განსაკუთრებული გაომყენებისთვის. მხოლოდ რამდენიმე კატეგორიის სამოსის გამოყოფა შეიძლება: ყოველდღიური, საფესტივალო, ნადირობისთვის, ქამრები და ფეხსაცმელი.

პარკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების ძირითად სამოსს, როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურს წარმოადგენდა პარკა. ეს იყო გრძელი ქვედაბოლოს მსგავსი, სწორი, დახურული ტანსახმელი, გაკეთებული ცხოველის ან ფრინველის ტყავსიგან. მის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენებოდა წავების, სელაპების და ფრინველის- ცულნისკარტას ტყავი. როდესაც რუსებმა ბარტერული გაცვლები დაიწყეს ალეუტებთან,ზღვის წავის და ბეწვიანი სელაპების ტყავი, როგორც ღრებული პროდუქტი ალასკიდან გაჰქონდათ. ამიტომ, ადგილობრივები პარკას დასამზადებლად მათ სულ უფრო იშვიათად იყენებდნენ. ძირითად მასალად ფრინველის ტყავი დარჩა, ხოლო ევროპიდან ახალი მატერია - ბამბა შემოვიდა. ბეწვი იშვიათად და მხოლოდ საყელოზე მისაკერებლად გამოიყენებოდა.ქალისა და მამაკაცის პარკა ფორმითა და ორნამენტებით იდენტური იყო და მხოლოდ მასალით განსხვავდებოდა. ქალების პარკა ძირითადად იკერებოდა წავის, სელაპის და ფრინველის ტყავისგან, მამაკაცების - მხოლოდ ფრინველის. ბევრი ავტორი აღნიშნავს პარკას გამძელობას და მის შესაფერისობას ალეუტების საცხოვრებელ პრობებთან.[2] კ. ტ ხლებნიკოვი ამ სამოსის შესახებ წერს:

„ფრინველის პარკა შექმნილი იყო მათი სასტიკი საცხოვრებლისთვის და არაფერი იყო უფრო კომფორტული და შესაფერისი მათი კლიმატისთვისა და ცხოვრების წესისთვის. ასეთი პარკები ძალიან თბილია, როგორც წესი ბუმბულიანი ნაწილი გარეთაა მოქცეული, ამიტომ, წვიმა შიდა ფენებამდე არ ატანს. შიდა ნაწილი ანუ ტყავი, წინასწარ გაპოხილია და არ ატარებს სინესტესა და ქარს. როცა პარკას შერეული აქვს კუჭ-ნაწლავი, სიცივეს ქარს და სისველეს დიდხანს უძლებს. თუ ადგილობრივი მკვიდრი მაინც დასველდა და პარკაც დაუსველდა, შედის იურტაში, ფეხებთან იდგამს სანათს ზეთით, და თავზე პარკას იფარებს. ერთ საათზე ნაკლებში ადამიანიც და პარკაც მშრალია.“[12]

პარკას ფართო პრაქტიკული დანიშნულება გააჩნდა და გამოიყენებოდა, როგორც სამოსი, საწოლი, გადასაფარებელი და რთულ სიტუაცებიში თავშესაფარი. ყველაზე გამძლე პარკა ქოჩრიანი ცულნისკარტასგან მზადდებოდა და ერთი სამოსის დასამზადებლად საშუალოდ 100 ფირნველის ტყავი გამოიყენებოდა.

ჩუგუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტების სადღესასწაულო სამოსს ჩუგუხი ეწოდება. ის ისვე გამოიყურებოდა, როგორც პარკა, მაგრამ ყოველდღიურზე უფრო ახლი და უფრო მდიდრულად გაფორმებული იყო. კაცების ჩუგუხს საყელოზე, კიდეებსა და სახელოებზე ერთნაირი ნაქარგით გაწყობილი ზოლები გასდგევდა, მთლიანი სამოსი კი დაფარული იყო ხაზებად დაკიდებული ბეწვით. ქალების სადღესასწაულო კაბა მორთლი იყო მძივებით, თესლებით, კარიბუს ბეწვითა და ცულნისკარტას ნისკარტებით. ქალების მნიშვნელოვან სადღესასწაულო ატრიბუტებს წარმოადგენდა ყელსაბამები, სამაჯურები, ფეხის ბრასლეტები და პირსინგები.[2]

კამლეიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანადირო კამლეიკა, გაწყობილი ცულნიკარტას ბუმბულით. კულტურათა მუზეუმი, ჰელსინკი

კამლეიკით ალეუტები ნადირობის დროს იმოსებოდნენ. ეს წარმოადგენდა კაპიუშონიან სამომსს, რომელიც ზღვის ლომების, სელაპებისა და დათვის შიგნეულობისგან იკერებოდა. ალეუტების კამლეიკა ჰორიზონტალურად გადაკერებული ნაწლავების ზოლებისგან შედგება, სწორი ფორმა აქვს და ესკიმოსები კამლეიკასგან განსხვავებით, კაპიუშონი ცალკე ეკერება. მისი გაფორმების სხვადასხვა ხერხი არსებობდა. ძირითადად იყენებდნენ ლენტებს ზღვის ლომის შეუღებავ ან წითლად და შავად შეღებილ საყლაპავ მილს, რომელსაც კაპოუშონის გარშემო, სახელოებსა და ბოლოებში აკერებდნენ. ხანდახან ეს გარშემორტყმული ზოლები მორთული იყო ბალახის ღეროებით, თხის, ცხენისა და კარიბუს ბეწვით. კამლეიკა წყალგამძლე იყო, თუმცა მალე ფუჭდებოდა, რადგან შიგნეულობისგან იყო გაკეთებული. ყველაზე გამძლე საყლაპავი მილისგან დამზადებული კამლეიკა იყო, ხოლო ყველაზე გახშირებული - ნაწლავებისგან. მონადირე ალეუტი საშუალოდ 2-3 კამლეიკას იცვლიდა წელიწადში, ხოლო მათ მოვლისათვის ზღვის ლომის ქონს უსვამდა და დრო და დროდადრო წყლით ნამავდა.[2]

ფეხსაცმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი კლიმატის მიუხედავად, ალეუტებს შორის ფეხსაცმელი არცისე პოპულარული იყო. მას იშვიათად ატარებდნენ ზამთარში და ამის მიზეზი გალდათ ის, რომ ალეუტები დროის უმეტეს ნაწილს კაიაკებსა და საცხოვრებლებში ატარებდნენ. თუმცა მაინც გააჩნდათ ტრადიციული ჩექმა „ტორბასი“, რომელიც რუსების გავლენის გავრცელების შენდეგ, შარვალთან ერთად უფრო გამოყენებადი გახდა.[2]

ტრადიციული ჩექმა (torbasy) სამი ნაწილისგან შედგებოდა. ფეხსაცმლის ლანჩი ზღვის ლომის მყარი „ფარფლისგან“ იკერებოდა. მეორე ნაწილის მატერიად ბეწვგაცილილი ყურებიანი სელაპის ტყავი გამოიყენებოდა, ხოლო ბოლო ნაწილი, რომელბიც გეტრების მაგვარად მუხლზემოთ ადიოდა, საყლაპავი მილისგან კეთდებოდა. ეს სამი ნაწილი მჭიდროდ იყო ერთმანეთზე მიკერებული და საბოლოოდ მსუბუქ, თბილ და წყალგამძლე ფეხსაცმელს წარმოადგენდა.  ამ ჩექმების შიგნით გამომშრალი ბალახისგან „დამზადებულ“ წინდებს ატარებდნენ, რომელიც ადვილად გამოსავლელი და ხელმისაწვდომი იყო. სახლებში ალეუტები ბალახისგან დაწნულ წინდებს იყენებდნენ.[13]

თავსაბურავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკაცრი კლიმატის მიუხედავად ალეუტები ქუდებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებსა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ატარებდნენ. გასათბობად ქალებიც და კაცებიც პარკაზე მიმაგრებულ კაპიუშონებს იყენებდნენ. გამონაკლისია ბავშვები, რომელბსაც ქუდები სიცივისგან დასაცავად ეხურათ. დღესასწაულებისთვის და ნადირობისთვის განკუთვნილი ქუდების ტარება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, ქალები ერთადერთ შემთხვევაში იმოსებოდნენ ქუდით - ზეიმის დროს მონადირე მამაკაცის განსახიერებისას. ტრადიციული ქუდები რუსების გამოჩენის შემდეგ ევროპული სტილის ქუდებმა ჩაანაცვლა, რომელსაც ქალიც და კაციც ყოველდღიურად ატარებდა.

კონუსური ფორმის სანადირო ქუდი. კულტურათა მუზეუმი, ჰელსინკი

სანადირო ქუდები ხისგან მზადდებოდა და ფერადი ნახატებით, ამოკვეთილი ძვლებითა და ზღვის ლომის ულვაშებით იყო გაფორმებული. მათ ძირითადად კონუსური ფორმა ჰქონდათ, რომელიც დელიკატურად იყო შესრულებული იშვიათი მასალისგან. კონუსის ზედა ნაწილზე ამაგრებდნენ ლამაზად დაწნულ თოკებს, ძვლებისგან დამზადებულ ბეჭდებს, ამოჩუქურთმებულ ბალთებსა და მძივებს. ზოგიერთ ქუდზე ნახატებიც კი იყო ამოკვეთლი. ნადირობისას ამ ქუდის დანიშნულება წყალზე მზის ანარეკლისგან და „ზღვის სპრეისგან“[14] დაცვა უნდა ყოფილიყო. ამგვარი თავსაბურავი ფუფუნებას წარმოადგენდა და მხოლოდ სოციალურად მაღალ საფეხურზე მდგომ მონადირეებსა და მებრძოლებს ჰქონდათ.

ალეუტები დღესასწაულებს ზამთარში, ნადირობის სეზონის შემდეგ და მოგვიანებით, ნადირობის სეზონის წინ მართავდნენ. ეს ზეიმები ნადირობის სულს ეძღვნებოდა და სხვადასხვა დასახლებები რიგ-რიგობით მასპინძლობდნენ და სტუმრობდნენ მათ.[15]

სადღესასწაულო ქუდები, ნიღბები და თმის სხვადასხვა მოსართავები ცერემონიების განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა. მათში გამოწყობილები ალეუტები პანტომიმას ასრულებდნენ, რითაც ნადირობის სცენებს გადმოსცემდნენ. ქუდების მნიშვნელობა ცერემონიებში იმით გამოიხატებოდა, რომ მათ ფრინველის ფრომა ჰქონდა. სხვადასხვა დეკორაციებით ალეუტები თავის, ტანისა და კუდის იმიტაციას ქმნიდნენ. ფრინველებს ადგილობრივების რწმენა-წარმოდგენებში დიდი მნიშვნელოვა ენიჭებოდა. „ფრინველის ტყავი მიიჩნეოდა მცველი სულების ხორცშესხმად. ფრინველის ბუმბული, ტყავი და ძვალი ასოცირებული იყო მაგიურ რიტუალებთან. [...] ვენიამინოვის გადმოცემით, კერპებისადმი შენაწირში შედიოდა არწივის ტყავიც.“[2]

პირსინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეუტები სხეულის შესამკობად აქსესუარებსაც გამოიყენებდნენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო პირსინგები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ორივე სქესის წარმომადგენლებს, ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში უხვრეტნენ ცხვირის ძგიდეს ან ყურის ბიბილოს. ნახრეტებში ხის, ძვლისა და ქვისგან დამზადებულ ჯვარედინ სამკაულებს იკეთებდნენ, რომლებზეც, განსაკუთრებულ დღეებში სხვადასხვა დეკორაციებს აბამდნენ. ალეუტებში ასევე გავრცელებული იყო სხეულის ტატუირება და ნადირობისას თვალებზე საღებავების წასმა.[16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Black, Lydia T. Aleut Art: Unangam Aguqaadangin. Anchorage, Alaska: Aleutian/Pribilof Islands Association, 2005.
  • Cook, James. The Voyages of Captain James Cook. Hertfordshire, UK: Wordsworth Editions, 1999. ISBN 978-1-84022-100-8.
  • Jochelson, Waldemar. History, Ethnology, and Anthropology of the Aleut. Washington: Carnegie institution of Washington, 1933.
  • Jochelson, Waldemar, Bergsland, Knut (Editor) & Dirks, Moses (Editor). Unangam Ungiikangin Kayux Tunusangin = Unangam Uniikangis ama Tunuzangis = Aleut Tales and Narratives. Fairbanks, Alaska: Alaska Native Language Center, University of Alaska, Fairbanks, 1990.ISBN 978-1-55500-036-3.
  • Kohlhoff, Dean. When the Wind Was a River Aleut Evacuation in World War II. Seattle: University of Washington Press in association with Aleutian/Pribilof Islands Association, Anchorage, 1995. ISBN 0-295-97403-6
  • Murray, Martha G., and Peter L. Corey. Aleut Weavers. Juneau, AK: Alaska State Museums, Division of Libraries, Archives and Museums, 1997.
  • Reedy-Maschner, Katherine. "Aleut Identities : Tradition and Modernity in an Indigenous Fishery". Montréal, Quebec: McGill-Queen's University Press, 2010. ISBN 978-0773537484
  • Veltre, Douglas W. Aleut Unangax̂ Ethnobotany An Annotated Bibliography. Akureyri, Iceland: CAFF International Secretariat, 2006. ISBN 9979-9778-0-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lantis, Margaret. 1984. “Aleut.” Handbook Of North American Indians. Arctic. Washington, D.C.: Smithsonian Institution: For sale by the Supt. of Docs., U.S. G.P.O.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Liapunova, Roza G. Essays On the Ethnography of the Aleuts. University of Alaska, 1996.
  3. Petrivelli, Patricia, Taylor Brelsford, and Steven McNabb. 1992. “Aleutian-Pribilof Islands Region.” Social Indicators Study Of Alaskan Coastal Villages. I. Key Informant 
  4. Antropova, Valentina Vasilevna, and Institut Etnografii Imeni N.N. Miklukho-Maklaia. 1964. “Aleuts.” Peoples Of Siberia. Chicago: University of Chicago Press.
  5. 5.0 5.1 5.2 Lantis, Margaret. 1970. “Aleut Social System: 1750 To 1810, From Early Historical Sources.”EthnohistoryIn Southwestern Alaska And The Southern Yukon; Method And Content [By] Robert E. Ackerman And Others. Lexington: University Press of Kentucky.
  6. ი. კოროვინის ჩანაწერები ალეუტების საცხოვრებელის შესახებ.
  7. http://www.merriam-webster.com/dictionary/avuncular
  8. Bergsland, K. (1959). Aleut Dialects Of Atka And Attu. Transactions, New Ser. Philadelphia: American Philosophical Society.
  9. https://www.uaf.edu/anlc/languages/al/
  10. 10.0 10.1 10.2 Clark, Donald Woodforde. 1984. “Pacific Eskimo: Historical Ethnography.” Handbook Of North American Indians. Arctic. Washington, D.C.: Smithsonian Institution: For sale by the Supt. 
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Clark, Donald Woodforde. 1984. “Pacific Eskimo: Historical Ethnography.” Handbook Of North American Indians. Arctic. Washington, D.C.: Smithsonian Institution: For sale by the Supt. of Docs., U.S. G.P.O.
  12. К.Т. Хлебников, Записки о колониях в Америке, часть 2
  13. William S. Laughlin, Aleuts: survivors of the Bering Land Bridge(Wadsworth Publishing; 1 edition, 1981)
  14. Sea spray refers to aerosol particles that are formed directly from the ocean, mostly by ejection into the atmosphere by bursting bubbles at the air-sea interface.
  15. И. Вениаминов, Записки, часть 2, 85-93
  16. Hrdlicka Ales, 1869-1943. The Aleutian and Commander Islands And Their Inhabitants