ალდანი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალდანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ალდანი
რუს. Алдан[1]
იაკუტ. Алдан
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი სახა (იაკუტია)
რაიონი ალდანი
კოორდინატები 58°36′00″ ჩ. გ. 125°23′00″ ა. გ. / 58.60000° ჩ. გ. 125.38333° ა. გ. / 58.60000; 125.38333
დაარსდა 1923
ადრეული სახელები ნეზამეტნი
ამჟამინდელი სტატუსი 1932
ფართობი 33 კმ²
ცენტრის სიმაღლე 650
ოფიციალური ენა იაკუტური და რუსული
მოსახლეობა 20 595[2] კაცი (2018)
სიმჭიდროვე 627,2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები, უკრაინელები, იაკუტები და ევენკები
სასაათო სარტყელი UTC+9
სატელეფონო კოდი +7 411 45
საფოსტო ინდექსი 678900
ალდანი (ქალაქი) — რუსეთი
ალდანი (ქალაქი)

ალდანი[3] (რუს. Алдан) — ქალაქი რუსეთში, რესპუბლიკა სახას (იაკუტიის) სამხრეთ ნაწილში; ალდანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 20 595 მცხოვრები (2018).[2] მდებარეობს ალდანის მთიანეთზე, რკინიგზის სადგურ ბერკაკიტიდან 290 კმ-ში, ამურო-იაკუტიის საავტომობილო გზაზე. წარმოიშვა 1923 წელს ოქროს საბადოს რაიონში, როგორც დაბა ნეზამეტნი. 1932 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი; 1939 წელს ეწოდა დღევანდელი სახელი. ქალაქში მდებარეობს ოქროს პირველაღმომჩენთა (ევენკი ოქროს მაძიებლის, მ. პ. ტარაბუკინისა და არტილერიის ხელმძღვანელის, ვ. პ. ბერტინის) ძეგლი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ალდანი არის სამხრეთ იაკუტიის მთავარი სამთო-სამრეწველო ცენტრი (ოქროს და ქარსის მოპოვება). არის ხის გადამამუშავებელი („ალდანსკი დოკ“), კვების მრეწველობის („დემის“, „ალდანასჩიტა“) და სხვა საწარმოები; მანქანათსარემონტო ქარხანა; პოლიტექნიკუმი და სამედიცინო სასწავლებელი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. OKATO
  2. 2.0 2.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
  3. ელერდაშვილი ა., ალდანი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  4. Алдан // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.