ალაზნის ველის ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალაზნის ველის ნამოსახლარები — ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარი გორები. მათი უმეტესობა (ალავერდი I, II და სხვა) შუა ბრინჯაოს ხანაში მიუტოვებიათ, შესაძლებელია, ურწყავი მიწათმოქმედების კრიზისის გამო. გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში სარწყავ მიწათმოქმედებაზე გადასვლის შემდეგ ალაზნის ველის ნამოსახლარები ხელმეორედაა ათვისებული. მდინარე ალაზნის ქვემო დინების მარჯვენა ნაპირას არის გორების ჯგუფი („ტყის ბოლოს გორა“, „რუსის გორა“, „ვასილგორა“, „ასანურგორა“, „ძველი ანაგის გორა“ და სხვა), სადაც ადამიანი უწყვეტლივ ცხოვრობდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანამდე, რაც შესაძლებელი გახადა ხელოვნურ რწყვაზე დაფუძნებულმა მიწათმოქმედებამ. ასეთივეა ახმეტის ჩრდილოეთით მთის ფერდობზე ილტოს არქეოლოგიური ძეგლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]