ილტოს არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილტოს არქეოლოგიური ძეგლები — ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხები ქალაქ ახმეტის დასავლეთით 4 კმ-ზე, მდინარე ილტოს მარცხენა ნაპირას. გაითხარა 1965-1967 წლებში (შ. დედაბრიშვილი).

ნამოსახლარი მთის ფერდობზე ტერასებად იყო განლაგებული. არქეოლოგიურად შესწავლილია 4 კულტურის ფენა. I ფენა ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა. მასში აღმოჩნდა გეგმით სწორკუთხა, თიხატკეპნილიატაკიანი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები და ამავე ხანის რამდენიმე პრმოსამარხი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი.

II ფენა შეიცავდა ადრინდელი ბრინჯაოსა და შუა ბრინჯაოს ხანის ნაშთებს. III ფენაში იყო მხოლოდ შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკა. I-III ფენები ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარი - III და II ათასწლეულის მიჯნით თარიღდება. ამ დროს ნამოსახლარი მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა. ზედა, IV ფენა შეიცავდა ერთმანეთში შერეულ სხვადასხვა დროს (ადრინდელი და შუა ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ფეოდალური ხანის) კერამიკას. აღმოჩენილი ჭურჭელი 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. მოყავისფრო ან მურა ფერის მრავალრიცხოვანი სამზარეულო, უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; 2. სუფრის ან პარადული სხვადასხვა ზომის და დანიშნულებისჭურჭელი. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალა ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის სფეროს განეკუთვნება, შუა ბრინჯაოს ხანის მასალა კი თრიალეთის კულტურის მასალის მსგავსია.

აქვე გამოვლინდა კენოტაფი, რომელიც შუა ბრინჯაოდან გვიანდელი ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ ეტაპს ეკუთვნის, გათხრილი აგრეთვე გვიანდელი ბრინჯაოს ადრეული საფეზურისა და გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხები. მიცვალებულები ესვენენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ თიხის ჭურჭელი, ანტიკური ხანის სამარხებში - ბრინჯაოს საკაულიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Дедабришвили Ш.Ш., Памятники эпохи ранной и средней бронзы, Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969