აკრძალვა (მაგრიტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკრძალვა (ედუარდ ჯეიმზის პორტრეტი)
La reproduction interdite (Verboden af te beelden)[1]
ავტორი რენე მაგრიტი
წელი 1937
ტიპი პორტრეტი
სიმაღლე 81
სიგანე 65
ქალაქი როტერდამი
მუზეუმი Museum Boijmans Van Beuningen[2]

აკრძალვა ან ედუარდ ჯეიმზის პორტრეტი (ფრანგ. La reproduction interdite) 一 ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის, რენე მაგრიტის ნახატი. დღესდღეობით ის როტერდამის ადგილობრივ მუზეუმშია განთავსებული.[3]

ნახატის დამკვეთი მაგრიტის მფარველი და პოეტი მეგობარი, ედუარდ ჯეიმზია და აღქმულია, როგორც ამ უკანასკნელის პორტრეტი, რომელზეც უშუალოდ სახე არ არის გამოსახული.[4] ნახატი ერთ-ერთი იმ ნამუშევართაგანია, რომელიც მაგრიტმა ჯეიმზის ლონდონის სამეჯლისო დარბაზისთვის შექმნა. დანარჩენი ორი იყო წითელი მოდელი (1937) და გადადებული დრო (1938).[5][6]

ნახატზე სარკის წინ მდგარი მამაკაცია გამოსახული. საბჯენზე დადებული წიგნის ანარეკლი სარკეში სწორად აისახება, რასაც ვერ ვიტყვით თავად მამაკაცის შესახებ 一 სარკეში არსებული ადამიანის გამოსახულება ანარეკლში ერთგვარად პირდაპირაა „გადატანილი“.

კავშირი სხვა ნაშრომებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიამოვნების პრინციპები (1937)

დაკვირვების შედეგად შესამჩნევი ხდება, რომ საბჯენზე მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი მწერლის, გოთიკური ლიტერატურის გამორჩეული ფიგურის, ედგარ ალან პოს ერთადერთი დასრულებული, 1838 წლის რომანის 一 ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი 一 ასლი დევს. პო მაგრიტის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორს წარმოადგენდა და ხშირად ქმნიდა ისეთ ნამუშევრებს, რომელთაც რაიმე აკავშირებდათ ამერიკელი მწერლის შემოქმედებასთან. მაგალითისთვის, მაგრიტის 1938 წლის ნახატი, სახელად არნემის საკუთრება, წარმოადგენს მინიშნებას ედგარ პოს ამავე სახელწოდების მქონე 1847 წლის მოთხრობაზე.[7]

მაგრიტმა ედუარდ ჯეიმზს კიდევ ერთი ნახატი მიუძღვნა 一 სიამოვნების პრინციპები (1937) 一, სადაც იგი, ამჯერად, მაგიდასთან მჯდომარე, წინა რაკურსიდანაა გამოსახული, თუმცა მისი სახე კაშკაშა სინათლითაა დაფარული.[8][9]

ნახატმა დიდი გალვენა იქონია ბრიტანელი მუსიკოსის, როჯერ დოლტრის მიერ 1977 წელს გამოქვეყნებული ალბომის 一 One of the Boys (1977) 一 დიზაინზე.[10]

პერ პეტერსონის 2003 წლის რომანში 一 ჩვენი მოპარული ცხენები 一 მთავარი გმირი მიუთითებს აღნიშნულ ნახატზე ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ და დასძენს: „მე მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაგრიტის ნახატზე გამოსახული კაცის მეშინოდა, იმ კაცის, რომელიც უკნიდან საკუთარ თავს უყურებდა“.

ნახატზე სხვადასხვა სახის პარალელებს ვაწყდებით ისეთ ფილმეში, როგორებიცაა: დევიდ კოეპის „საიდუმლო ფანჯარა“, რიჩარდ აოადის „ორეული“ და ჯორდან პილის „ჩვენ“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.boijmans.nl/collectie/kunstwerken/4232/la-reproduction-interdite-verboden-af-te-beelden
  2. http://collectie.boijmans.nl/nl/collection/2939-(mk)
  3. René Magritte - Museum Boijmans Van Beuningen დაარქივებული September 4, 2008, საიტზე Wayback Machine.
  4. Calvocoressi, Richard, Magritte. Phaidon, London, UK (1984)
  5. Calvocoressi, pg. 102.
  6. Object Information | The Art Institute of Chicago
  7. Magritte and Poe: Strange Brew. Matteson Art. ციტირების თარიღი: 2012-09-10.
  8. Paquet, Marcel, Magritte. Taschen (2006), Koln, Germany, pg. 79.
  9. The Pleasure Principle (Portrait of Edward James), by René Magritte. 1937. Oil on canvas. 79 × 63.5 cm. Edward James Foundation, Chichester, UK.
  10. https://en.wikipedia.org/wiki/One_of_the_Boys_(Roger_Daltrey_album)