შინაარსზე გადასვლა

ნანტაკეტელი არტურ გორდონ პირის ნაამბობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნანტაკეტელი არტურ გორდონ პირის ნაამბობი“
ავტორი ედგარ ალან პო
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Harper
გამოცემის თარიღი 15 ივლისი, 1838
მომდევნო A Strange Discovery

ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი (ინგლ. The Narrative of Arthur Gordon Pym of Nantucket) — ამერიკელი მწერლის, ედგარ ალან პოს, ერთადერთი დასრულებული რომანი, გამოქვეყნდა 1838 წელს ორ ნაწილად.

ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა ნანტაკეტელი კაცის, არტურ გორდონ პიმის, შესახებ, რომელსაც არაერთი სახიფათო თავგადასავალი შეემთხვა. პიმის მოგზაურობა ვეშაპმჭერ გემ „გრამპუსზე“ ფარული მგზავრობით იწყება, მისი მიზანი კი ამ ხომალდით სამხრეთის ზღვებში მოგზაურობაა. მეზღვაურები გემზე ამბოხს და ხოცვა-ჟლეტას აწყობენ, რის შემდეგაც მხოლოდ ოთხი კაცი რჩება ცოცხალი. შტორმი თითქმის ბოლომდე ანადგურებს გემს და ისინი ოკეაში მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი რჩებიან. განწირულ ზღვაოსნებს სამხრეთისაკენ მიმავალი გემი გადაარჩენს. პიმი და მეზღვაური დირკ პეტერსი ხმელეთზე გადასვლისას მტრულად განწყობილ შავკანიან ადგილობრივებს ხვდებიან, რომელთაგანაც ისინი ოკეანეას აფარებენ თავს და გზას სამხრეთ პოლუსისკენ აგრძელებენ.

რომანი იწყება, როგორც ტრადიციული საზღვაოსნო თავგადასავალი, თუმცა სიუჟეტის შემდგომი განვითარება მას შედარებით რთულად კლასიფიცირებას ხდის. პოს მიზანი რეალისტური ისტორიის შექმნა იყო, იგი შთაგონებული იყო რამდენიმე რეალური ისტორიით და ასევე მან ნაწარმოებისთვის საკუთარი ზღვაოსნობის გამოცდილებაც გამოიყენა. რომანის ანალიზისას ხშირად ყურადღებას ამახვილებენ მის შესაძლო ავტოგრაფიულ დეტალებზე და მის დასკვით ნაწილში შექმნილ რასობრივ პორტრეტსა და გამოყენებულ სიმბოლიკაზე.

ვრცელი ნაწარმოების დაწერა პოს კარიერის დასაწყისში მოთხრობების წერით წარმატების მიღწევის სირთულემ შთააგონა. გამოქვეყნებისას კრიტიკოსთა ნაწილმა წიგნი უარყოფითად შეაფასა ზედმეტი შემზარავობის და სხვა ავტორების სტილთან მსგავსების გამო, ნაწილმა კი რომანში მოთხრობილი ამაღელვებელი თავგადასავლები მოიწონა. პოს ეს ნაწარმოები საშინელებათა ჟანრის თხზულებების წინამორბედად ითვლება. მოგვიანებით რომანმა გავლენა მოახდინა ჰერმან მელვილსა და ჟიულ ვერნზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]