აკაკი ბაქრაძე (გინეკოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „აკაკი ბაქრაძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აკაკი ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი ტრიფონის ძე ბაქრაძე (დ. 16 ივნისი [ ძვ. სტ. 3 ივნისი], 1890, სოფ. ხეითი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1979, თბილისი), ქართველი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1921 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა კლინიკისა და საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებებში. 1957–1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. შემოიღო საშვილოსნოს ყელის გახსნის ახალი მეთოდი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაქრაძე აკაკი ტრიფონის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 373, თბილისი, 1997