აკაკი ბაინდურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი გიორგის ძე ბაინდურაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1924, კასპი — გ. 2003) — ქართველი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი (1954-1960), თსუ-ის დოცენტი (1960-1968), თსუ-ის ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1980-იდან). კვლევით მუშაობას ეწევა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მრავალმხრივ დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლოგიური და საინჟინრო ფსიქოლოგიური ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლოგიური თეორია. ყველა საკავშირო ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშირო კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. ბაინდურაშვილის მონოგრაფიამ "სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია" მიიღო თსუ-ის პირველი პრემია (1971).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]