აკაისის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაისის მთები
კოორდინატები: 35°40′16″ ჩ. გ. 138°14′31″ ა. გ. / 35.67111° ჩ. გ. 138.242028° ა. გ. / 35.67111; 138.242028
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი კიტა
სიმაღლე 3193 
სიგრძე 120 კმ
სიგანე 40 კმ
აკაისის მთები — იაპონია
აკაისის მთები

აკაისის მთები (იაპონ. 赤石山脈) — ქედი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. წარმოადგენს იაპონიის ალპების ნაწილს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 40 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 3193 მ (მთა კიტა).[1] ძირითადად აგებულია მეზოზოური და პალეოზოური ასაკის დანალექი და მეტამორფული ქანებით. დანაწევრებულია მდინარეთა ღრმა ხეობებით. ქედის ფარგლებში სათავე აქვთ მდინარეებს ოისა და ტენრიუს. აკაისის მთები ცნობილია აგრეთვე „სამხრეთი ალპების“ სახელწოდებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]