აილუროფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აილუროფობია (ბერძ. αἴλουροςკატა + ფობია) — კატების შიში. ასევე ცნობილია, როგორც გატაფობია და გალეოფობია.[1]

აილუროფობიის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აილუროფობია არის კატების შეპყრობილი შიში. ეს ფობია ადამიანს შეუძლია განუვითარდეს ემოციური ტრავმისაგან, რომელიც დაკავშირებულია ამ ცხოველთან. ეს პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. მოცემული ფობიის გამოვლინება ყველასთან ინდივიდუალურია. აილუროფობიით დაავადებულ ადამიანებს ეშინიათ კატის კბენის, დაფხაჭვნის, მოახლოების. ზოგს პანიკა ემართება, როდესაც უბრალოდ დაინახავს კატას.

აილუროფობიის კლინიკური გამოვლინება სხვა ფობიების სიმპტომების მსგავსია. კატის დანახვისას ასეთი ადამიანები ფერმკრთალნი ხდებიან, უხშირდებათ გულისცემა, იზრდება ოფლიანობა, შესაძლებელია თავბრუსხვევა და თავის ტკივილები. მწვავე შემთხვევებში იწვევს გულის წასვლასა და გულის შეტევებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

აილუროფობია ჰქონდა ბევრ ცნობილ ისტორიულ პირს — იულიუს კეისარს, ნაპოლეონ ბონაპარტს, ალექსადრე მაკედონელს, ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინის, ჩინგიზ ყაენს, ლუი XIV, აისედორა დანკანს, უილიამ შექსპირს[2].

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აილუროფობიის მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიმართავენ ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს. მედიკამენტური თერაპიის დროს იყენებენ სედატიური ეფექტის მქონე საშუალებებს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები თვითონ ართმევენ ამ ფობიას თავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2018-03-14.
  2. Surprising Celebrity Phobias That Famous People Have - www.fearof.net